
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სათადარიგო იყო.
„კარლსრუე“ 46 ქულით მე-5 ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 9 ქულა აშორებს და 28 აპრილს გასვლაზე „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 33 000 მაყურებელი
კარლსრუე - ჰერტა 3:2
გოლები: 1:0 ტედი (16), 1:1 ტაბაკოვიჩი (23), 2:1 მატანოვიჩი (45), 3:1 ვანიტცეკი (77), 3:2 ტაბაკოვიჩი (87, პენ)