საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია!
პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას", - წერს ზივზივაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]