ბუდუს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - მან მეთერთმეტე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა. მან 52-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და 86-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ზივზივაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლია. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.9, Sofascore 7.7, Whoscored 7.6.

„კარლსრუე“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს და 12 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.

როსტოკი. „ოსტზეშტადიონი“. 26 500 მაყურებელი
ჰანზა -
კარლსრუე 2:1

გოლები: 1:0 ნეიდხარტი (33), 1:1 ზივზივაძე (52), 1:2 ვანიტცეკი (56, პენ)

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
შიგ ხაბარელში მოარტყა)))
საღოლ ბუდუ
17:53 04-05-2024
19
პირველი გოლიც,ვთვლი,რომ ჩასათვლელი იყო.ბუდუს მოძრაობა არ გაუკეთებია,რომ მეკარეზე ემოქმედა,დარტყმული ბურთი,ბუდუს ზურგს უკან წავიდა და უფრო ახლოს იყო,მეკარისთვის,ვიდრე ბუდუ.მეკარეს მისი მხრიდან,ხელი არ შეშლია.მისი გოლი კი,ტექნიკურად ძალიან რთული შესასრულებელი იყო,თანაც იდეალური სიზუსტით შეასრულა.ბოლომდე აქტიურად მუშაობდა და ბოლომდე აპრესინგებდა,მეტოქის დაცვას.მისი შემცვლელი,პრესინგში და დაცვაშიც კი, ძალიან პასიური იყო და რისკზე წასულ მასპინძლებს,იმ რამდენიმე წუთში,რამდენიმე ძალიან რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ.
სოსო
20:33 04-05-2024
1

სიახლეები პოპულარული