ბოლონი მიქაუტაძის გაძევებაზე: ვიღაცა ბრმაა - თავს დაჩაგრულად ვგრძნობთ

AutoSharing Option
"რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ფრანგულ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ ქართველთან შეჯახება აშკარად გააფორმა და შედეგსაც მიაღწია, რადგან ფიფას მსაჯმა რუდი ბუკემ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"მეცის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ნამატჩევს აღშფოთება ვერ დამალა: "არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა. პენალტი დასანიშნი არ იყო, მიქაუტაძის გაძევება კი საერთოდ აუხსნელია. არ ვიცი, უნდა ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო. რაც გულში მაქვს, ყველაფერი რომ ვთქვა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დამიბარებენ.

არიან გუნდები,
რომელთა აზრს უფრო მეტი ფასი აქვს. გადაწყვეტილება გაუგებარია. თუ VAR-ი გვაქვს, მოდით, გამოვიყენოთ. თუ გიორგი წითელ ბარათს იმსახურებდა, მაშინ ლიგა 1-ის ყოველ მატჩში არიან ფეხბურთელები გასაძევებელი. ჩვენ თავს ცოტა  დაჩაგრულად ვგრძნობთ. ასეთი რამეები რეგიონალურ ტურნირებზეც არ ხდება. არავიზე არ მივანიშნებ, თუმცა როდესაც ვიღაც ბრმაა, თეთრ ხელჯოხს ხმარობს", - ციტირებს რუმინელ სპეციალისტს ouest-france.

მკითხველის კომენტარები / 17 /
აღარ დაწეროთ აქ კომენტარი და არც შემოხვიდეთ ყველა კომბლეა ამ საიტზე ეტყობა დასაქმებული
გივი
05 მაისი 2024 20:10
2
ვნახოთ, ევროპული დემოკრატია. ევროპის გარდა დემოკრატია, არსად ყოფილა.
ანარხისტი
05 მაისი 2024 15:50
13
ანარხისტი კი არა არახისი ხარ
თემო
05 მაისი 2024 21:02
1
ეს არ იყო შემთხვევით არადემოკრატიული. გამოდის რომ დაინახა, მიხვდა და მაინც გააგდო? სხვათა შორის, არნო აღმოჩნდა ევროპელი აფერისტი. ესეც შენი ევროპული დემოკრატია. დემოკრატია უნდა იგრძნობოდეს, ყველგან და ყველაფერში. კი მაგრამ, "დემოკრატების" შეცდომით, შედეგს რა ეშველება? დასავლეთელმა დემოკრატებმა, დაგვიჩაგრეს უდანაშაულო აზიელი.
ეს ისე, როგორც რუსული კანონი.
07 მაისი 2024 22:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული