ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იქნება და მასთან უახლოეს დღეებში 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ის აღნიშნულ პოსტზე ანდრეს კარასკოს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ, უკრაინას მიაშურა და ადგილობრივი პრემიერლიგის გუნდის,  "ჩერკასის" დამრიგებლად დაინიშნა.

რაც შეეხება ფელდჰოფერს, ახალგაზრდა მენეჯერი 2020-2021 წლების სეზონში ავსტრიულ "ვოლფსბერგს" წვრთნიდა, სადაც 2 ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, თამაშობდ.  იმ სეზონში "ვოლფსბერგი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, ჯგუფიდანაც გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა.

2021 წელს ფელდჰოფერმა ვენის "რაპიდი" ჩაიბარა, 2022
წლამდე იმუშავა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.