გადავიდა თუ არა ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდში?

AutoSharing Option
tag24-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში აღზევებული "ზანკტ პაულის" განაცხადში გამოჩნდა, მაგრამ ჰამბურგულმა კლუბმა თავის საიტზე ინფორმაცია მალევე წაშალა და ტექნიკური შეცდომა უწოდა:

"ზანკტ პაულიმ" ახალი თავდამსხმელი გაიფორმა თუ არა? უცნაური რამ მოხდა. "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ცოტა ხნით გუნდის შემადგენლობაში დაფიქსირდა, თუმცა მოულოდნელად მისი გვარი გაქრა. 30 წლის ქართველი ჰამბურგულ გუნდში გადადის? ოთხშაბათს Badische Nachrichten-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზივზივაძით "ზანკტ პაული" დაინტერესდა".

"კარლსრუე" გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა, ბუდუმ კი 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ მაოცებთ! რა მეხუთე ადგილზე? ზანკტ პაულიმ მოიგო მეორე ბუნდესლიგა და გადავიდა პირველში.
სიმენონი
14 ივნისი 2024 23:16
4
ბიჯო კითხვა არ იციი?? კარლსრუე გავიდა 5-ადგილზეო გარკვევით წერია და შენ რატო ვერ კითხულობ?? წაკითხულიდან აზრის გამოტანაში რო სადღაც ბოლო ადგილზეა საქართველო აღარ მიკვირს უკვე მაგრამ მემგონი კითხვაშიც სადღაც ბოლოში ვიქნებით,,მოუწოდებ მთავრობას განათლებაში ძალიან დიდი ფული ჩადოს რო მომავალ თაობებს მაინც ეშველოთ თორე დღეს მართლა ცუდი მდგომარეობაა რაც მიტინგებშიც გამოიხატება იმ კუთხით რო ევროკავშირი და ამერიკა თითს გვიქნევს ჩვენს შიდა საქმეებში ერევა, გვიბრძანებს რა გავაკეთოთ და რა არა და ამას მეგობრობას ეძახის და ცდილობს დაგვაჯეროს დაუჯერებელი რაღაცეები,,აი აქ ჩანს რატო ვართ წაკითხულიდან ან ნათქვამიდან აზრის გამოტანაში ბოლო ადგილზე თორე ამ მომიტინგე ხალხს რო შეეძლოს შავის და თეთრის გარჩევა ეგრე ბოლოში არ ვიქნებოდით
gel-100
15 ივნისი 2024 09:07
1
ნორმალურ გერმანულ კლუბში ამოყოფს თავს ევრო2024 შედეგ. ჟილკა აქვს და სხარტია!
გია_544
14 ივნისი 2024 19:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული