Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ
„კონტეს ნებართვის გარეშე გუნდიდან ვერავინ ვერ წავა და ისინი დარჩებიან. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურ ინფორმაციას 26 ივნისს გაავრცელებს. წამყვანი ფეხბურთელების დარჩენის შესახებ კონტეს პირობა დე ლაურენტისმა ადრე მისცა. „კვარას“ თაობაზე ანტონიომ თქვა, რომ მისი ხელფასი მომატებას საჭიროებს და ეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება. აურელიო კონტეს „კვარას“ გასამრჯელოს საკითხის მოგვარებას დაჰპირდა (ფიქსირებული 5.5 მილიონი სეზონში). ხვიჩა, ისევე, როგორც დი ლორენცო, ახალ პროექტში ცენტრალური ფიგურა იქნება“.
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ, რომელიც კონტეს მეგობარია, თქვა, რომ ანტონიო „კვარას“ და დი ლორენცოს პრობლემას გამოასწორებს და არ შეიძლება ქართველი იმდენივეს იღებდეს, რამდენსაც ფრანჩესკო კაპუტო „ემპოლიში“.
მთავარ პრობლემად კი ისევ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი რჩება, რომლის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებმა გამოთქვეს, მაგრამ ნიგერიელს იქ კარიერის გაგრძელება არ უნდა.