რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ - სად ვართ ობიექტურად...

AutoSharing Option
...როცა ამა თუ იმ მოლოდინს დაისახავ, შემდეგ ის თუ არ გამოვა, მელანქოლიას იწვევს, შესაძლოა, დეპრესიამდეც კი მიხვიდე. საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი ისე დაიწყო, თითქოს ვიფიქრეთ, ჩვენი ადგილი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი არ გამოდგა, გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხს გადაჩვეულმა ფეხბურთელებმა კი ემოციებს ვერ აჯობეს.

ყველა სფეროში ადამიანებს საკუთარი მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. არის მომენტები, როცა საკუთარ თავზე მაღლა ხტები. ეს მუდმივად არ გამოვა, თანაც, როცა საქმე კოლექტიურ საქმიანობას ეხება. აქ ყველა დეტალი კიდევ უფრო
დიდ მნიშვნელობას იძენს.

ობიექტურად, სად არის საქართველოს ნაკრების დღევანდელი სამოქმედო არეალი? გუნდს ჰყავს მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად ბრწყინვალე ინდივიდუალიზმით ისეთ განცდას აჩენს, გუნდურად ყველაფერი რიგზეა, სინქრონული მოქმედებებია. არადა, ან ასე არაა, ანაც ამის ხელშეწყობა იდეალურად ცოტას შეუძლია. ჩეხეთთან მოედნიდან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ერთდროულად რომ გავიდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ მინდვრის ცენტრისკენ ჩაწევითა და თამაშის საკუთარ თავზე მაქსიმალურად აღებით ორი საგოლე შანსი შექმნა. "კვარამ" მოლოდინები ისე გაზარდა, ყველას აქვს განცდა, მან მარტომ ყველაფერი უნდა შეძლოს. არადა, ასე არაა, ზოგჯერ მას უბრალოდ არ უმართლებს, როგორაც უკანასკნელ ორ სანაკრებო მატჩში.

Sportall.Ge

არავინ უნდა იფიქროს, ვინმეს ვაკნინებთ. "ჯვაროსნების" რიგებში სხვადასხვა დონის ჩემპიონატებში გამორჩეული ფეხბურთელებია, მაგრამ საერთო დონის ასამაღლებლად მეტია საჭირო. არის ფაქტორები, რაც სანაკრებო შეკრებებზე არ შეიცვლება. ოლომოუცში ტრიბუნებიდან კარგად ჩანდა, ჩეხები ჩვენზე გაცილებით მეტს და გამუდმებით რომ მოძრაობდნენ. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ესაა თანამედროვე ფეხბურთი; წარმატება თუ გვინდა, მას გარკვეულწილად, მხარიც უნდა ავუბათ.

მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებზე სულ მივედავებით, თუმცა გვაქვს კი სათანადო კონკურენცია?! არადა, სხვადასხვა რგოლებში მკვეთრი დისბალანსია, როგორც ასაკის, ასევე კლასისა და დონის მიხედვით. ასაკი დამღა კი არაა, უბრალოდ რაღაცას ძველებურად ვეღარ აკეთებ, ამავდროულად, პირიქითაც, გარკვეულ საკითხებს უკეთ, "დაღვინებული" უდგები, რაც პატარა ასაკში ასე არაა.

რაც ვიცით, ჩვენი ბიჭები თავს არ ზოგავენ. ჩეხეთისკენ მათთან ერთად ვიმგზავრეთ და იოლად ჩანს, კარგი, უშუალო და ლაღი ადამიანები არიან. მათ ახლა ვერ ვეტყვით, რომ საუკეთესო პერიოდი აქვთ. ვერ ვეტყვით ისევ მათი ინტერესების გამო, ვერ ვეტყვით ისევ მათი პატივისცემის გამო. საკუთარ თავს გარედან მეტად უნდა შეხედონ, უკეთესები დაბრუნდნენ, ახალი და უფრო ამბიციური მიზნებისკენ დაიძრნენ!..

Sportall.Ge

მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი შეკითხვა ვილი სანიოლს იმას შეეხებოდა, ანგარიშის შემცირებისთანავე ცვლილებები გუნდისთვის უფრო დამაზიანებელი ხომ არ გამოდგა და პრობლემას გვიქმნის თუ არა ის ფაქტორი, მეტოქის მწვრთნელებმა მაქსიმალურად რომ შეგვისწავლეს. რაც გამოჩნდა, სანიოლი სულ უფრო ხშირად იშვერს ხელს ფეხბურთელებისკენ და საკუთარ შეცდომებს საჯაროდ არ აღიარებს, იმის მიუხედავად, შემდეგ ჩანს, შენიშვნებსაც ყურს უგდებს. მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. შესაძლოა, უკვე დამღლელად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიწუწუნებთ ე.წ. გეგმა "ბ"-ს არარსებობაზე. ამხანაგური შეხვედრები არაა, მნიშვნელოვან დაპირისპირებებს კი ექსპერიმენტებისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაღაც ბალანსია საჭირო!..

altსომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

მკითხველის კომენტარები / 75 /
რა დიდ მიზნებზე შეიძლება იყოს საუბარი,როდესაც ოთხი პრინციპულად, სატურნირო თვალსაზრისით თამაშიდან, გუნდი მხოლოდ ერთ გამოღლეტილ ქულას იღებს და ჯუფიდან გასვლის ნაცვლად დაქვეითების ზღვარზეა, კრიტიკის ნაცვლად [ არა გინების,წყევლა-კრუნვის და მინდვრების გადახვნის მოთხოვნის] , როგორც მწვრთნელების,ცალკეული ფეხბურთელების და ფედერაციის მიმართ ისმის მადლობები, სადღეგრძელოები და ტრადიციული ბაქი-ბუქი,რომ მსოფლიოში ყველაზე მკვლელი შემტევები გვყავს,არადა ამ ე.წ.მკვლელებმა ბოლო ოთხ აუცილებლად მოსაგებ თამაშში სულ 2 გოლი გაიტანეს და ერთი ქულა აიღეს. არ მესმის, ალბანეთთან წაგებისთვის თბილისში, ათასი პრობლემების მქონე უკრაინასთან ლამის ორივე თამაშის წაგებისთვის ან თითქმის მე-3 შემადგენლობით მოთამაშე ჩეხების ნაკრებთან ეპოქალური თამაშის წაგება სამადლობო და საამაყო რატომ არის. ჯერ კიდევ გამოჩნდება რამხელა მნიშვნელოდა ჰქონდა ჩვენი ფეხბურთის მდგრადი განვითარებისთვის ამ ჯგუფის მოგებას. ფაქტიურად იმ წარმატებეის სარტყელიდან,რომელზეც მოულოდნელად არმოვჩდით ევროს წინ,რომელიც გაგრძელდა ევროზე და გადმოგვყვა ახალი ციკლის პირველ ორ მატჩში-გავანიავეთ და ცალი ფეხით გავვარდით ბ ჯგუფიდან პირდაპირი მნიშვნელობით. ამასთან გუნდის ლიდერი ფეხბურთელებისთვისაც შეურაცმყოფელია, ოთხი მიჯნით უსუსური თამაშისთვის მადლობები- კრიტიკა და ოპონირება ყველას სჭირდება. საშინელებაა რომ დღემდე ვერა და ვერ მოვიშორეთ ეს არასრუყოფილობის სინდრომი, ყველაფერში შეთქმულების თეორიების ძიება, მიზეზები-წვიმა,ქარი,სიცხე, იქ ვიღაცამ დაუსტვინა ან მაისურზე მოქაჩა, უსაფუძვლო ბაქი-ბუქი და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა....ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მაის ის პოლარიზაციაა ქვეყანაში რომ მძინვარებს- კრიტიკა რაც არ უნდა ობიექტური და სამართლიანი იყოს მაინც იწვევს აგრესიას მეორე მხარიდან და პირიქით, ამის ნათელი დასტურია ამ სტატიის ავტორის მადლობებია, ფეხბურთის ფედერაციის,სპორტის სამინისტროსა და სხვა სახემწიფო სტრუქტურების მიმართ ბათუმში,ჩეხეთში თუ პოლონეთში მივლინებაში დახმარებისთვის, დავიჯერო რომ ამ პატივსაცემ გამოცემას, იმის საშუალება არ აქვს რომ თავად უზრუნველყოს თავიში ჟურნალისტის მივლინება ნაკრების თამაშებზე, შემდეგ რომ ობიექტური ანალიზი შემოგვთავაზოს, შედეგის მიხედვით, სადაც საჭიროდ ჩათვლის, თამამად შეეძლოს გააკრიტიკოს მწრთნელი, ფეხბურთელი თუ ჩინოსანი და არა დავარცხნილი არაფრის მთქმელი სტატიები, ბოლოში მუქი შრიფტით მადლობებით....ერთი სიტყვით სანამ ეროვნული თანხმობა არ იქნები სულ ერთ წრეზე ვივლით, ქართველების ერთ ნაწილს გაეხარდება ჩვენი ეროვნული გუნდების წარმატება მეორე ნაწილს პირიქით....დარწმუნებული ვარ ჩეხებთან წაგების შემდეგაც ასე იყოო.....შეიძლება ვცდები კიდეც....გასულ ევროზე ქე გამოჩდა ქართველების ერთად დგომის ხიბლი შემოდგომის ყვავილივით, მაგრამ ეგრევე ჩამოჭკნა და დეიკარგა სულიკოსავით...
SOSO
13:07 22-11-2024
3
მწვრთნელი შეცვლაა აუცილებელი
დათო
10:58 22-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული