თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

AutoSharing Option
ბევრ ვარსკვლავს შეუძლია, მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მინდვრის ნებისმიერ წერტილში იყოს? - კვარაცხელიას კი შეუძლია;

თანამედროვეობის რამდენი დიდი ფეხბურთელი იქნება თანახმა, თამაშის წარმართვა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლოს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ და პროცესში ადგილი შეუცვალონ? - ხვიჩას ეს შეუძლია!..

ნამდვილად ყველა "სთარი" შეძლებს, მეტოქეები ამ სიხშირითა და ასეთ განსხვავებულ სიტუაციებში "გააყვითლოს"? - კვარას კი შეუძლია;

მაღალი კლასის ყველა შემტევი გამოირჩევა პასის ასეთი დახვეწილი კულტურით? - "ნაპოლის" 77-ე ნომერს ეს შეუძლია და ამ საქმეში გამორჩეულია;

ბევრი ვარსკვლავი გინახავთ, პასს აშკარად საჭირო დროს
რომ არ აძლევენ, თუმცა ამის გამო გუნდში გარემოს არ აფუჭებს და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს? - ქართველ გარემარბს ეს შეუძლია, დააკვირდით, როგორ გარემოს ქმნის, როცა ნაკრებშია;

Sportall.Ge

აქამდე ჩამოთვლილი უფრო ბოლო მატჩის ირგვლივაა, ხოლო რაც მანამდე იყო, ყველას არც ის შეგვიძლია. ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველთვის დიდი წნეხია, რომ მან უნდა თქვას, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს და ამ ამბავში მეორე ისაა, მის ნებისმიერ ნათქვამს ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს, მაინც უკმაყოფილონი არიან, ზოგს მეტის მოსმენა სურს, ზოგს - ნაკლების. გვახსოვს, ეს ამბები "კვარას" იტალიაში გადასვლისთანავე დაიწყო. ყველას არ შეუძლია, ასეთი რეჟიმის პირობებში არ დაიძაბოს, ისევ ლაღი იყოს,
ამ ბიჭს კი შეუძლია!..

ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ამა თუ იმ ვარსკვლავთან ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად უყვართ, თავს არასასურველად გრძნობენ. კვარაცხელიასთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მისი წარმატება იმატებს, მაგრამ ის ისევ გულწრფელ და თავმდაბალ ბიჭად რჩება, მას ეს შეუძლია, მან ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ცნობადობა სულ სხვა დონეზე აიყვანა!..

არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში, ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავზე ასე იმუშაოს, სხვისი თვალით და კრიტიკილად შეხედოს, როგორაც ეს ხვიჩას შეუძლია. მისი განვლილი გზაზე და თუნდაც მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული ამბავი კარგი მაგალითია;

თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ამდენი გაქებდეთ, ბევრიც გაკრიტიკებდეთ, მაგრამ თქვენი საქმე ისე გააგრძელოთ, თითქოს გარემოებები არც არსებობდნენო - "კვარას" ეს შეუძლია!..

განა ყველას შეუძლია, "ნაპოლის"  კალიბრის გუნდში ამდენი ხანი დაჰყოს, ისევ საუკეთესო იყოს და მასზე ამხელა სატრანსფერო თუ მედია ინტერესი არსებობდეს? "კვარადონას" ეს შეუძლია;

დაბოლოს, რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, ხვიჩა კვარაცხელიაზე ქება უარყოფითად არ იმოქმედებს, წერილებში მისი თამაშის ობიექტურად გაანალიზებას რომ არ ვცდილობდეთ და "კვარას" მხრიდან სრულყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, სხვანაირად მოვიქცეოდით - ხვიჩას ეს შეუძლია!..

altკვარაცხელია ახალ წელს ლიდერად შეხვდება? - ყველაფერი, რასაც დეკემბერში ვნახავთ

alt"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში

მკითხველის კომენტარები / 38 /
ქართველს და დანარჩენ სუფრის თამადებს.

რატო ფანტაზიორობთ ასე დაუღალავად ამდენი ხანი და რატომ აპელირებთ ქრისტიანობით? ყველა ერი თავის ქვეყანას თვლის განსხვავებულს და ზოგი ქრისტიანი, ზოგიც სხვა სარწმუნოების. ქრისტიანობა და არც სხვა სარწმუნოება, ასევე ზოგადად ღმერთი ჯერ არასოდეს არცერთ ერს თავისუფლებისათვის არ დახმარებია. ვერც იესი ქრისტე და ვერც მოჰამედი მფარველობას პირდაპირი გაგებით ვერავის გაუწევენ და ამ აბსტრაქციულ სადღეგრძელოებს მოეშვით. ამ ეტაპზე სანამ დემოკრატიული არაა რუსეთი და არც მგონია მომავალი 50 წ ეს მოხდეს, სულ ჩვენი და სხვა თავის მეზობელი ქვეყნების გაქრობა მიტაცებას შეეცდება. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ეცროკავშირში და ნატოშია. მინდა მოგაგონოთ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი სადაც ჩვენი ქრისტიანული სიწმინდეებია და ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან. ნუ გადავამეტებ ნურავის ჩვენი სადღეგრძელოებით რომ ჩვენ ღმერთს ყველაზე ძალიან ძალიან უყვარვართ ქართველები და ამიტომ ყველასგან ცალკე უნდა ვიცხოვროთ და თურმე ღმერთი ყველასგან დაგვიცავს. ეს ჯერ არასდროს არ მომხადა ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის სისხლის ფასად გვიწევდა ბრძოლა. ასე რომ ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ განდიდების მანია რომ ქართველები განუმეორებული ვართ. რაც ვართ ახლა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან ვითომ სამართალდამცავები (ქრისტიანები)დაკავების შემდეგა ავტობუსებში ხალხს.
G.LA
13:49 04-12-2024
3
ვის ძულს საკუთარი ქვეყანა შე ჭკუასუსტო ,ჩვენ მშვიდობა,რომ გვინდა ,თუ შენ და შენნაირებს გასაპიდარასტებლად და რუსული ბომბებისთვის ,რომ გემეტებათ? ჩვენ გვძულს საკუთარი ქვეყანა მისი ტრადიციების და ისტორიის დაცვა და პატივისცემა,რომ გვინდა თუ თქვენ, იმ დასავლეთს,რომ ეტენებით უკანალში,რომელმაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება, ამოგვიშალა?
გიას
00:40 04-12-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული