
სასტარტო თერტმეტეულის გამოცხადებისთანავე, "ლიონის" "ფეისბუქგვერდზე" უამრავი კომენტარი იყო, სადაც შემადგენლობას
"მწვრთნელი ჯიუტდება და სათადარიგოთა სკამზე მიქაუტაძე ჰყავს, რომელიც აშკარად საუკეთესო მოთამაშეა";
"ვერ ვიჯერებ ამ შემადგენლობას - მიქაუტაძე, ჩერკი და ტოლისო - საუკეთსოები არ არიან";
"ლიგის თასის შესაფერისი გუნდით გავედით";
"მეფე გიორგის ეს არ შეეფერება, საჟ, რას აკეთებ!";
"ლაკაზეტი უნდა დავასვენოთ, სანამ მიქაუტაძე ფორმაშია";
"ჩერკი და მიქაუტაძე რატომ არ არიან, წასვლას აპირებენ?";
"მათ სურთ, ორი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდეს?"
!["მეფე გიორგის ეს არ შეეფერება" - მიქაუტაძის "დასჯა" ლაკაზეტის გამო და სანიოლის ასისტენტი მატჩზე[PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a633752078ba8706a3a086530ca29392.jpg)
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ადელ ჩედლი დაესწრო, რომელმაც "ჟორჟთან" ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"ლიონი" მეხუთე ადგილს იკავებს, ლიდერ პსჟ-ს კი 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჩემპიონატში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.