ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქართველი ბენზემა" "რომაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა" - ამ ზამთარს მიქაუტაძის სერია A-ში ტრანსფერი გარდაუვალი ჩანს?

AutoSharing Option
mundodeportivo წერს, რომ დიდი შანსია, საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ამ ზამთარს "რომას" მიაშუროს. გამოცემა ჩვენებურს "ქართველ ბენზემას" უწოდებს და იტალიურ მედიაზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ "ჯალოროსი" მალე ფრანგულ მხარეს ოფიციალური 30 მილიონიანი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერიც შედგება.

"ის შემტევი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ფორვარდი. ის ბომბარდირია, მაგრამ ეს თვისება არ არის ერთადერთი და არც მთავარი, რაც მას ევროპულ გიგანტში თამაშის შემძლეა ფეხბურთელად თვლის.

ზემოაღნიშნული ყველა მიზეზის და ალბათ იმის გამოც, რომ ლიონში დაიბადა, გიორგი მიქაუტაძეს დიდი
ხანია კარიმ ბენზემას ადარებენ და მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ზემოთხსენებულ ფრანგულ გუნდშია, მან შესაძლოა, მალე კლუბი შეიცვალოს.

როგორც ჩანს, კლაუდიო რანიერის "რომა" დიდადაა მოწადინებული მის დასამატებლად და 30 მილიონიანი წინადადებაც მოამზადა. მათ სურთ, რომ "ქართველი ბენზემა" სეზონის მეორე ნახევრიდან და სამომავლოდ "რომას" ფორმას ატარებდეს", - წერს გამოცემა. 

იტალიურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ მიქაუტაძის ტრანსფერით "ვესტ ჰემიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "რომას" კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან "ჯალოროსი" 30 მილიონ ევროს იხდის, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "ლიონი" კი ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის და თანაც, ეს თანხა მათ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.

სათქმელია თავად ფეხბურთელის პოზიციაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ამ სეზონში "ლიონის" დატოვებას არ აპირებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ასევე დაგაინტერესებთ