კლუბები თითქმის შეთანხმდნენ - პორტუგალიური გრანდი ქოჩორაშვილის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

AutoSharing Option
"ლევანტეს' ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, "სპორტინგს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ "ლევანტეს" 4 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში "ლევანტეს" მაისურით ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 6
ქულით უსწრებს.

altქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ლევანტე" სახლში "რასინგ ფეროლთან" დამარცხდა

altქოჩორაშვილი დაბრუნდა - "ლევანტემ" "ტენერიფეს" სძლია

alt"ტოლისო ან ქოჩორაშვილი" - ვისზე შეაჩერებს არჩევანს თურქული კლუბი?

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგი იქნება თუ გადავა, ჩემპიონტა ლიგაზე ითამაშებს მუდმივად. პორტუგალიის უმაღლესი ლიგა ნამდვილად ჯობს ესპანეთის სეგუნდას, ისევე როგორც სპორტინგი ლევანტეს. თუმცა ლა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ არაა გამორიცხული ფასი კიდე მოუმატონ და მოლპარაკება გაწელონ. იდეალურ ასაკშია, პროგრესირებს და მისი სატამაშო პოზიციის გათვალისწინებით მინიმუმ 7-8 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს (ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს).
აქ მის ფასზეც დაიწუწუნეს და ნაადრევად ჩამოწერეს. ჩემპიონთა ლიგაზე ტავის გამოჩენა პირველივე წელს ფასს გაუორმაგებს, მაგრამ დიდი ალბატობიტ ამ ასაკის და პოზიციის ფეხბურთელი სპორტინგს სათავისოდ უნდა და არა გასაყიდად. სავაჭროდ სხვა კატეგორია ჰყავს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული ტრანსფერი იქნება. ნეტა გამოვიდეს.
Irakli Apkhaidze
17:31 05-02-2025
4
ქოჩორ,წარმატებები. კარგი ადამიანი ხარ. ვალენსიაში ( ლევანტეს გულშემატკივრებს) ძალიან უყვარხარ.სპორტინგი კარგი კლუბია,ლიგაში ითამაშებს ყოველწლიურად. თუ კარგი გასამრჯელოც გვექნება,მთლად უკეთესი.
თბილისელი
17:14 05-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული