ორი გაძევება, გოგლიჩიძე შეცვლაზე და "ემპოლის" მარცხი "მილანთან"

AutoSharing Option
სერია A-ს ოცდამეოთხე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომლის „რომაში“ ტრანსფერი ჩაიშალა, ტრავმირებული მატია ვიტის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.3.

„ემპოლი“ ჯერჯერობით 21 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - მილანი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (68), 0:2 ხიმენესი (76)
გაძევება: ტომორი (55, მილანი), მარიანუჩი (65, ემპოლი)


მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს არის გამოუცდელი მცველი!წინა თამაშში,გამოცდილი მცველი,ისმაილი დაემტვრა ემპოლის და მის ნაცვლად შესულ ახალგაზრდა და გამოუცდელ,თანაც ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ,გოგლჩიძეზე ზეწოლით,მეტოქემ აიძულა მას შეცდომები დაეშვა,რამაც გუნდი დამარცხებამდე მიიყვანა.ამ თამაშში,ემპოლის კიდევ ერთი მცველი დაემტვრა და მის ნაცვლად შესული გოგლიჩიძე,საკმაოდ კარგად თამაშობდა,მაგრამ მერე,მისი თანაგუნდელი და ასევე 20 წლის მარიანუჩი,მილანელებმა პროვოკაციაზე წამოიკიდეს და გაძევებული იქნა.ემპოლის უკვე აღარ ჰყავდა სხვა,მეტ ნაკლებად მაინც კვალიფიციური მცველი და კაცნაკლული შემადგენლობებით თამაშის დროს,როცა სივრცეები მეტი რჩება,უფრო კლასიანმა მილანელებმა,ადვილად შესძლეს ემპოლის დაცვის გარღვევა.ესეც გამოცდილებაა,რომელიც მარიანუჩისაც უნდა გაევლო და საბა გოგლიჩიძესაც.ერთი ეგაა,რომ ამასობაში ემპოლის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და ტრავმიანობა ასე თუ გაგრძელდა,ისედაც საკმაოდ სუსტი შემადგენლობის გუნდი,შესაძლოა სერია ა-დან გავარდეს კიდეც.გამოცდილი მცველების არყოფნაში,საბას გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა დააწვება და იმედია შესძლებს გამკლავებას.დარწმუნებული ვარ,მისი შეძენის მსურველები,ამ თამაშებში კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდებიან,რათა კრიტიკულ მომენტში,მისი სტრესმედეგობა და კონცენტრაციის უნარი შეაფასონ.აღარც ემპოლის აქვს უკანდასახევი გზა და იმედია,საბაც და მთლიანად ემპოლიც,საკუთარ თავში იპოვიან ძალებს,კრიზისიდან თავის დასაღწევად.ალბათ ვილი სანიოლიც ძალან ყურადღებით დააკვირდება მის თამაშს.საქართველოს ნაკრების თამაშები უკვე მოახლოვდა და მან ზუსტად უნდა იცოდეს,შეიძლება თუ არა მისი ნდობა და ძირითადში დაყენებაზე ფიქრი.
სოსო
18:44 09-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული