ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ოცდამეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.3,  flashscore 6.3, whoscored 6.0.

„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 21 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ბურკარდტი (28), 0:2 ვაიპერი (49)

altკონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: დვალი გააძევეს, გოჩოლეიშვილი და ზივზივაძე შეცვლაზე შევიდნენ [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ