ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 26-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „ჰოლშტაინი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძელები პირველ ტაიმში მარვინ პირინგერმა დააწინაურა, მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაზემ გაიტანა. შემდეგ სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა ბოლოს ზივზივაზის პასით სერლორდ კონტემ გაიტანა და „ჰაიდენჰაიმმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 9.2, sofascore 9.0, flashscore 8.4.

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 მარტს „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი -
ჰოლშტაინი 3:1

გოლები: 1:0 პირინგერი (33), 2:0 ზივზივაძე (47), 2:1 ჰარესი (87), 3:1 კონტე (90+3)

altსადებიუტო ბუნდესლიგური გოლი დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე - ზივზივაძე დღეს 31 წლის გახდა და "ჰაიდენჰაიმში" პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოჩოლეიშვილმაც გაიტანა
Miqautadze
22:51 16-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული