ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იყო თუ არა "ლივერპულის" ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?

AutoSharing Option
პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუში „ლივერპულთან“ იტალიელი დავიდე მასას მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

კამპუშის აზრით, 25-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ ბრედლი ბარკოლა საჯარიმოში წააქცია, რის გამოც ინგლისური გუნდის მცველი წითელ ბარათს იმსახურებდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. შესვენებაზე სტადიონის გვირაბში ეს ეპიზოდი კამპუშმა არბიტრთან ხმამაღლა გააპროტესტა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ მას "ლივერპულის" კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა უპასუხა: "ბრო, ეს ლიგა 1 არ არის".

მომენტზე კომენტარი ყოფილმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ბრუნო დერიენმა გააკეთა: „კონატემ ბარკოლას უკნიდან ხელი ჰკრა და უნდა დასჯილიყო. ეს წითელი
ბარათია. აქ საკამათოც არაფერია. ისინი გვერდიგვერდ არ იყვნენ, თავდამსხმელი მთელი სისწრაფით წინ გაიჭრა, მეტოქემ წააქცია და აშკარა საგოლე იერიში შეაჩერა. დასაზუსტებელი მხოლოდ თერთმეტმეტრიანის საკითხი იყო - კონატემ ბარკოლა საჯარიმოში წააქცია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს VAR-ს უნდა გაერკვია. წესების ასეთივე დარღვევისთვის მსაჯმა „ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში სწორი რეაგირება მოახდინა“.

შეგახსენებთ, ამავე დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს.

altკაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში

altსიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო - ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ

alt"ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო" - კარაგერი პსჟ-სა და "ლივერპულის" მატჩზე

altხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

alt"ბითლზის" სიმღერა "HELP" ხვიჩას "ლივერპულთან" პერფორმანსს ეძღვნება" - ფრანგული SOFOOT-ი საინტერესო შეფასებას აკეთებს

alt"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

alt"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ