"ალისონი მარადიული არაა - მამარდაშვილი "ენფილდზე" მეორე ვიოლინოს შესასრულებლად არ მოდის" - ინგლისური მედია გიორგის თამაშით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
„ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის „რეალთან“ შესანიშნავმა თამაშმა ინგლისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თუ ადრე თვლიდნენ, რომ „ლივერპულში“ ალისონთან კონკურენციაში შანსის გარეშე იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. აი, რას წერს ბრიტანული მედია.

msn: „მამარდაშვილმა ვინისიუსს დუელი მოუგო და განაცხადა, რომ ბრაზილიელმა წაგებული სანაძლეოს გამო 50 ევრო არ გადაუხადა. „ვალენსიას“ შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ „ბარსელონას“ „რეალისგან“ 6 ქულით გაქცევის საშუალება მისცა. ქართველი მეკარე „ლივერპულმა“ აგვისტოში 29 მილიონ ევროდ შეიძინა, ზაფხულში „ენფილდზე“ გადავა და ბევრი ალისონის ხანგრძლივვადიან მემკვიდრედ მიიჩნევს. მისი ყიდვა „წითლებმა“ მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა“.

liverpool.com: „რეალთან“ „ბერნაბეუზე“ მოგებულ მატჩში მამარდაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და ისევე დაგვამახსოვრა თავი, როგორც ალისონმა პსჟ-სთან პარიზში, თუმცა ის ჩვენთან მარად არ იქნება, ვინაიდან ნოემბერში 33 წლის გახდება და ადრე „ინტერში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, კაომინ კელეჰერი „წითლებს“ დატოვებს და № 1 კარის დარაჯის პოზიციისთვის ბრაზილიელი და ქართველი იბრძოლებენ. გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, აქ მამარდაშვილი მეორე ვიოლინოს როლის შესასრულებლად არ ჩამოვა. ამის შესახებ მან გასულ თვეში უკვე თქვა.

„მე „ლივერპულის“ პროექტმა მომხიბლა, როდესაც კონტრაქტის გაფორმებისას კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე. სასტარტოში ადგილისთვის იმ შემთხვევაშიც ვიბრძოლებ, თუ ბეკერი გუნდს არ დატოვებს“. გიორგი ალისონზე 8 წლით უმცროსია და ისე გამოიყურება, რომ მისი შეცვლა შეუძლია - ახლავე ან ორი წლის შემდეგ. „რეალთან“ 8-ჯერ მოიგერია ბურთი, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, „ვალენსიამ“ ჩინებული გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას 8 ქულით დასცილდა. მან იგივე თქვა, რაც ალისონმა პსჟ-სთან ნამატჩევს: „შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო თამაში გახლდათ, მაგრამ სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობას ვაპირებ. სწორედ ამ გზით უნდა ვიარო მუდამ“. ვინის შესრულებული პენალტის მოგერიების გარდა, ლამის ორმეტრიანმა ქართველმა საოცარ ნახტომში ფედერიკო ვალვერდეს გოლი არ გაატანინა.

„რეალთან“ გასვლაზე ასე დიდებულად თამაშისთვის მებრძოლი ხასიათია აუცილებელი, ეს არ აკლია, რაც მის შესახებ წარმოდგენას მხოლოდ აძლიერებს. მწვრთელი არნე სლოტი ყოველთვის ამბობდა, რომ ალისონი პირველია, როდესაც ფორმაშია, თუმცა მამარდაშვილმა შეიძლება სტატუს-კვო შეცვალოს“.

Anfield Watch: „ვალენსიაში“ იჯარით დატოვებულმა მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მზადაა „ლივერპულს“ პირველი მეკარის რანგში შეუერთდეს. ის მსოფლიო ფეხბურთში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მეკარეა, მაგრამ ჯერჯერობით „ლივერპულს“ ალისონის სახით საუკეთესო ჰყავს. ბრაზილიელთან მისთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ იქნება. ამას ბევრი ვერ მოახერხებს, მაგრამ არაა გამორიცხული, გიორგიმ ეს ამოცანა გადაჭრას. „რეალთან“ თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა, რომ არავისი შიში არ აქვს. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ სადმე იჯარით გაუშვებენ, თუმცა მისი მოქმედებები აჩვენებს, რომ არსადაც არ აპირებს წასვლას. რა თქმა უნდა, საერთოდ არაა შეშფოთებული და ვინაიდან ვინის ასეთი დუელი მოუგო, „ლივერპულში“ უზარმაზარი ნახტომისთვის მზადაა. გუნდს შეუერთდება, სლოტის პირველი არჩევანი და ჯერ უცნობია, მომავალ სეზონში რამდენად წარმატებული იქნება“.

altMARCA: რეალის პენალტისტი მბაპე იქნება

მკითხველის კომენტარები / 2 /
მსგავსი გამოცემების და ჟურნალისტების არ მჯერა,მით უფრო ბრიტანულის.გუშინ ამბობდნენ რო ლივერპულმა შეცდომა დაუშვაო და დღეს კი,ალისონს სკამზე გადასვავსო,ხოდა ამათი დაიჯერება რამე? უბრალოდ,ქართველებს გვიხარია მსგავსი სტატიები,თორე რეალობას მოწყვეტილია. 33 წლის არის ალისონი 53 ხომ არა,მეკარისთვის ძალიან კარგი ასაკია და კიდევ ითამაშებს 6-7 წელი,ხოდა მსგავსი მეკარის გაშვება არ მგონია სწორი იყოს,მით უფრო რო კონტრაქტი აქვს.თუ იუნაიტედის ფანი არ ხარ,რანაირად უნდა თქვა ის რო ალისონს თავისუფლად ჩაანაცვლებს ვინმე? არავის ჩემზე მეტად არ უნდა მამარდას კარგი თამაში,თუმცა ვიცი ის ფაქტი,რომ ინგლისში თამაში რთულია,მით უფრო ლივერპულში.იყო ასეთი მეკარე ლორის კარიუსი,ვინც ჩავიდა ლივერპულში როგორც ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე,ხოლო ლივერპული დატოვა როგორც ყველაზე ცუდმა შენაძენმა ლივერპულისთვის.იყო დიმარიას ამბავი,ჩავიდა მანჩესტერში და ვერ ითამაშა,ვერ შეეგუა მუდმივ წვიმებს და იქაურ გარემოს,ეს ყველას არ შეუძლია. რა ცუდი ფეხბურთელია დიმარია? ყველა ვერ ეგუება იქაურ გარემოს,მერე ამას დაუმატე უცნაური პრესა და ე.წ. ექსპერტები. ნევილი კლოპს ასწავლიდა მწვრთნელობას და კიდევ მოურინიოს,ხოდა ესეც მრავლის მეტყველი ამბავია. ამიტომაც,ჯერ მივიდეს და გამოჩნდება,რას იზავს და ვინ იქნება პირველი ნომერი. მამარდა თუ ალისონს აჯობებს,რა ჯობია მაგას? როგორც ლივერპულის ქომაგი ძალიან გახარებული ვიქნები,რადგან მსოფლიო საუკეთესო მეკარეს სკამზე გადასვავს,ხოლო თუ რამე ისე არ წავა,ლივერპული არ უნდა დაზარალდეს.რას ერჩით ლივერპულს? იყიდეს და 29 მილიონი გადაიხადა,შანსაც მისცემს და არავინ დაჩაგრავს იქ,ხოდა რატომ უნდა ყავდეს მეორე მეკარეს იაროში? ყველაფერი ხდება და რომელიმემ ტრავმა რო მიიღოს,მერე სად მიდიხართ? იმის გამო რო იაროში ჩადგება კარში,შეიძლება ტიტულიც დაკარგოს გუნდმა. ისე იაროში ეგეთი ცუდი მეკარეც არ არის,ბეტისში შეხედეთ ადრიანს,მაგ იაროშმა გაუშვა გუნდიდან და გახდა მესამე მეკარე.

და კიდევ,ალისონს ინტერში არასოდეს უთამაშია,ბრაზილიიდან პირდაპირ რომაში და მერე ლივერპულში გადავიდა. ეს მაინც რო იცოდეთ,სტატიას წერთ და ფაქტობრივი მონაცემებს ამახინჯებთ.რომა და ინტერი რო ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან,მერე აქ გამოდგებით და პროგნოზებს აკეთებთ. მილანის ინტერი არის მდიდარი ჩრდილოეთი,ხოლო რომა ნაკლებად შეძლებული სამხრეთი. ეს ჩემი სიტყვები არ არის,ეს ფრანჩესკო ტოტიმ თქვა,როცა ჩრდილოელი კლუბები უტრიალებდნენ და მისი წაყვანა სურდათ. ეს ფეხბურთში რანაირად უნდა აგერიოთ? ბარემ რეინჯერს კათოლიკები დაუძახეთ და სელტიკს პროტესტანეტბი ან რივერს სოციალისტები და ბოკას ლიბერალები.
იასონას უდარი
22:36 07-04-2025
3
მამარდამ ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ამოაგდო ძირითადიდან 20 წლისამ და რა პრობლემაა 24 წლისამ ბრაზილიის ნაკრების მეკარეც ზედ რომ მიაყოლოს. ჩემი აზრით მამარდა გადავა ლივერპულში და ალისონს სკამზე დასვამს თუ ალისონი არაბეთში არ წავიდა ან სადმე სხვაგან
ტოტტი
21:49 07-04-2025
1

სიახლეები პოპულარული