ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, სადაც შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის შესახებაც დაუსვეს.

სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს მიაჩნია, რომ სირთულეები იყო, თუმცა "პარტენოპეისთვის" უარესი უკან დარჩა.

"ბევრი უკმაყოფილება იყო, მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ ყველაზე უარესი დე ლაურენტისისთვის უკან დარჩა. "ნაპოლის" ცუდი სეზონი მხოლოდ ერთი მცირე ეპიზოდი იყო", - თქვა კალცონამ.