"ფული სჭირდებოდათ და ამიტომ გაყიდეს კვარაცხელია" - ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
„ფიორენტინასა“ და „პალერმოს“ ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა ბერტიმ TuttoMercatoWeb-თან სკუდეტოსთვის ბრძოლაზე და „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე ისაუბრა.

„ინტერისგან“ სამქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს, „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა, ფავორიტები მილანელები არიან.

რატომ ვერ შეინარჩუნეს იანვარში კვარაცხელია? როდესაც გუნდს მისი საუკეთესო ფეხბურთელი ტოვებს და შემცვლელი არ ჰყავთ, რთული ვითარება იქმნება. ალბათ, თავიდანვე რაღაც არასასიამოვნო სიტუაცია იყო. „კვარას“ ნაცვლად ნოა ოკაფორი“ დაიმატეს, რის გამოც გაკვირვებული დავრჩი. ცხადია, უბრალოდ ფული სჭირდებოდათ და ქართველს ამიტომ შეელიენ“.

altნერესი: "კვარას" მემკვიდრე ვარ? - ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც

მთელ ჩემს კარიერაში
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩაკვე უნდა დაემატებინათ
ემიგრანტი
23:41 27-03-2025
13
მოდი ვთქვათ სიმართლე რა, დე ლაურენტისი ჭკვიანი ბებერი მელაა, გაუმართლა კვარამ რომ ამხელა პროგრესი განიცადა და პირველსავე წელს ჯეკპოტი მოარტყა სკუდეტოს სახით და ფასი აუვარდა სერიოზულად, მერე ჩვენი სკვინჩასა კარგა ხანს აღრიტინა ხელფასზე რაც ჯუღელის შეცდომად შეიძლება განვიხილოთ და ბოლოს ისეთ ფასად გაასხვისა რომ კაი ხელა კუშს გამოსდო ყბა, ეხლა დათვალეთ, იყიდეს 10-ად თავის ბონუსებიანად მერე სკუდეტო გადაირტყა ბეჭებზე და 70-ს პლიუს ბონუსებში გაასხვისა, წუწურაქი ჩვენთვისაა თორემ თავისთვის იდეალური ბიზნესმენია.
ზურა
22:52 27-03-2025
6

სიახლეები პოპულარული