ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „ვოლფსბურგს“ 1:0 სძლია.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძემ ერთხელ გატანა მეკარე კამილ გრაბარამ არ დაანება, მეორე ეპიზოდში არაზუსტად დაარტყა ბურთი, კომპენსირებულ დროში კი სწრაფი კონტრშეტევისას ლუკას ნმეჩამ წააქცია, რომელსაც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველმა ტრავმა მიიღო, შეცვლა მოითხოვა, მოედნის დატოვება მოუწია და ჯერ უცნობია, რა ხარისხის დაზიანება მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.5.

„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 22 ქულით მე-16 ადგილზეა და 5 აპრილს
„ბაიერს“ უმასპინძლებს.

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“

ვოლფსბურგი - ჰაიდენჰაიმი 0:1
გოლი: პირინგერი (16, პენ)

altზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ