იტალიური ფეხბურთის ლეგენდები თბილისის შემდეგ გროზნოში, პუტინის პატივსაცემად ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ლეგენდები თბილისური მატჩის შემდეგ თამაშს გროზნოშიც აპირებენ.

7 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივთა გუნდი "ლიდერი" და იტალიის ნაკრების ვეტერანები დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 7 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩი გაიმართება გუნდ "ლიდერსა" და იტალიის ვეტერანთა ნაკრებს შორის. მატჩი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაში სტადიონ "ახმატ-არენაზე" გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც წყარო იუწყება, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ითამაშებენ: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სხვები... შეგახსენებთ, რომ დასახელებულ იტალიელ ფეხბურთელთაგან 29 სექტემბერს თბილისში, საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" მონაწილეობის მისაღებად მასიმო ოდო იმყოფებოდა.

- ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება მეორე გუნდს, "ლიდერს" ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უკაპიტნებს, გუნდში კი სხვებთან ერთად იქნებიან: ფეხბურთელი ალეკსანდრ კერჟაკოვი, რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ვალერი კარპინი.

ცნობისთვის, "ლიდერსა" და იტალიის ნაკრების ვეტერანებს პუტინის 63-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში 2015 წელსაც უთამაშიათ.
ასევე დაგაინტერესებთ