შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ტაშკენტის "პახტაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე შეთავსებით უზბეკეთის ეროვნულ გუნდშიც იმუშავებს. ის ორ ამხანაგურ მატჩში სენეგალთან (23 მარტს) და მაროკოსთან (27 მარტს) მთავარ მწვრთნელს თემურ კაპაძეს დაეხმარება.

36 წლის კაპაძეს ნაკრები 15 თებერვალს ჩაბარეს, მაგრამ ვინაიდან გამოუცდელია, ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელთა საბჭო შექმნა, რომელშიც არველაძის გარდა "ბუდიონკორის" დამრიგებელი მირჯალოლ კასიმოვი და "ნასაფის" თავკაცი რუზიკულ ბერდიევი შეიყვანეს.

უზბეკეთის ნაკრები შეკრებას ტაშკენტში გაივლის, შემდეგ კი მაროკოში გაემგზავრება. ამას გარდა, მათ ეროვნულ გუნდს 15 მაისს ირანთან და 7 ივნისს ურუგვაისთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ასევე დაგაინტერესებთ