ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეთა წყვილი ევროპა ლიგის III ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფარერების "ვიკინგურის" ბარიერს გაივლის, მისი მეტოქე ალბანურ "კუკეშისა" და აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შორის დამარცხებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშის" ღირსებას ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია იცავს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" "ვიკინგურთან" ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შინ 26 ივლისს, 20:00 საათზე გამართავს.

საჩხერის "ჩიხურას" წყვილი 16:00 საათის შემდეგ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რეალის,,, / ლენტა მართლა დიდი ხანია გაცვდა და გადაცვდა,,, ჩემი ხელწამოსაკრავი ნაღდად არაა, ან ჩენი ხელწამოსაკრავი რატო უნდა იყოს?!, ს, სიმართლე ის არის რო , ყველამ და ყველაფერმა გადაუსწრო ქართულ ფეხბურთს, და ეს აზერები რასაც დებენ და კიდე ჩადებენ მაინც ძალიან შორს არიან სინამდვილესთან, მაგდენი რო ქალთულ ფეხბურთში ჩაიდოს და ისე ფროპესიონალები მოვიდნენ როგორც ქართულ რაგბში დამიჯერე სადაც უნდა შევხვდეთ ამ ქვეყნებს (აზერები, ბელარუსები, სომხები, ყაზახები, და ა.შ.) ყველგან მოვუგებთ.
Vasili
24 ივლისი 2018 13:00
0
ე ბუჯო შანსი
მამლუქი
24 ივლისი 2018 10:28
0
იმედია რომელიმე ქართული გუნდი მოხდება ჯგუფში. და მერე ნახე ჩვენ ქართველები ისეთი ხალხი ვართ ფინალში გასვლა მოგვინდება.
roma
23 ივლისი 2018 19:27
0
აზერბაიჯანის გუნდთან რო სანერვიულოდ გაგიხდება საქმე .... / მართლა რა დღეში ჩააგდეს ქართული ფეხბურთი..../ იმედია უპრობლემოდ გადალახავს, საჩხერეც მეიმედება , ღმერთმა ქნას ერთი მაინც მოხვდეს ჯგუფურზე...
Vasili
23 ივლისი 2018 18:13
1
ვასილ აზერბაიჯანული გუნდი რო ამბობ რაგაც არ გცოდნია? ვინმეზე ნაკლები თუ გონია შენ აზერბაიჯანული გუნდები ძან შემცდარხარ და მითუმეტეს ქართული კლუბები რატო უნდა იყვნენ უკეთესი. ჯერ ერთი აზარბაიჯანულ კლუბებს ძან სერიოზული თანხებიაქვთ მეორე სტადიონები და ინფრასტრუქტურა ევროდონეზეა მესამე ბარსელონას მაისურებს დაკვირდი რა აწერია და ვინ აფინანსებს. ასე რომ აზერბაიჯანი კლუბები შენი ხელის წამოსაკრავი ნაღდად არა.. რითი ტრაბახობს ეს ჩვენი გუნდები ერთხელ რო აიღს თასების თასი .. გაიცვითა ის ლენტა უკვეე გაიცვითა იმის გახსენების მეტი არაფერი შემოგვრჩა და სხვების დაცინვის და კრიტიკის მეტს არაფერს ვაკეთებთ..
reali
24 ივლისი 2018 10:13
0
აი მესმის გამართლება! ეს შანსიც თუ ვერ გამოიყენა ტორპედომ და არაფრის ღირსი არ ყოფილა. მთავარია, ფარერების გავლის შემდეგ აზერები არ დაგვეჯახონ და ამ ალბანურ გუნდს წესით უნდა აჯობონ. ჰოდა, მერე უკვე პლეი-ოფია და ვინ იცის...
სიმართლე
23 ივლისი 2018 17:31
3
კუკეშზე ძლიერი არ არის ტორპედო რეალურად. ისე, ჯერ ვიკინგურს მოვუგოთ, წარმატებები!!!
შაკო
23 ივლისი 2018 17:18
1
აუ რა დღეში ვართ ხალხო. ახლა აზერებზეც ჩვენ უნდა ვინერვიულოთ – ე მანდ ფეხი არ დაუცდეთ კუკეშისთან...
დუდუ
23 ივლისი 2018 16:44
1
გაგვიმართლა, მთავარია გუნდი კარგად შეთამაშდეს ჩემპიონატის თამაშებიც გამოიყენოს ამისთვის და იქნებ ფლეიოფიც გავიაროთ. წარმატებები ტორპედოს !
გულშემატკივარი
23 ივლისი 2018 16:03
2
ევროპა ლიგის ჯგუფში რო ითამაშონ რამდენი ეტაპი უნდა გადალახონ ვიკინგურის გარდა.იცით ვინმემ?
ნიკა
23 ივლისი 2018 15:51
0
ორი კიდევ
იმერელი
23 ივლისი 2018 17:36
0
ძლივს არ გაგვიმართლაა
kobaaa
23 ივლისი 2018 15:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული