ბუდუ ზივზივაძის დუბლი და საგოლე - ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ბათუმის "დინამო" 5:1 დაამარცხა.

იმერულ კლუბში სადებიუტო მატჩი გამართა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც შეხვედრაში დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

სადებიუტო მატჩში გოლით გამოირჩა ნოდარ ქავთარაძეც.

გოლები:
1:0 - თორნიკე კაპანაძე (33), 2:0 - ნოდარ ქავთარაძე (36), 3:0 - ბუდუ ზივზივაძე (53), 4:0 - გრიგოლ დოლიძე (60) 5:1 - ბუდუ ზივზივაძე (90)

3 თებერვალს "ტორპედო" თურქეთში გაემგზავრება და მზადების პროცესს იქ გააგრძელებს.

alt5 ლეგიონერით - "საბურთალომ" მაკედონიის მესამეადგილოსანთან ფრედ ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული