საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა.
"ლოკომ" ტურნირის პირველ დღეს ესპანური "ბანიოლესი" 5:0 გაანადგურა. მეორე დღეს ორი შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა ლოკომოტიველებმა. სამწუხაროდ, პირველ მატჩი "ბ1 აკადემიის" წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით, 2:3 დათმეს, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში კი ბრიტანული "ელიტ აკადემია" დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.
"ლოკომოტივის" მომდევნო მეტოქე მადრიდის "ატლეტიკო" იქნება. შეხვედრა 19 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია "ლოკომოტივის" ვებგვერდის მიხედვით