"გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც "მილანში" გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გადავიტანო"

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ყოფილმა მცველმა და თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ იტალიურ avvenire.it-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ძალიან დატვირთული. იწყება დილით ადრე და გვიან ღამით სრულდება. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს ვასრულებ.

- რომელი უფრო რთულია: სახელმწიფო მოხელეობა თუ სპორტსმენობა?
- პოლიტიკოსი არასდროს უნდა დამარცხდეს: ჩვენი გადაწყვეტილებები ხალხზე მოქმედებს. ფეხბურთში კი შენმა გუნდმა შეიძლება წააგოს ან ფრე ითამაშოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის იტალია და "მილანი"?
- ის, ვინც დღეს ვარ, თქვენი ქვეყნის და "მილანის" დამსახურებაა. გამარჯვებულის
მენტალიტეტი, რომელიც "როსონერიში" გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გადავიტანო.

- რას იტყვით "მილანზე"?
- ამ გუნდს განვითარება შეუძლია. გატუზო კარგად მუშაობს, მისი გაწეული სამსახური მომწონს. იმედი მაქვს, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

- ჯენაროსთან უამრავი ისტორია გაკავშირებთ?
- თითოეულ ვარჯიშზე ერთი ასეთი ისტორია ყოველთვის ხდებოდა. ყოველი დღე სხვადასხვა ხუმრობით იყო სავსე. მას ყოველთვის პროვოკაციაზე ვაგდებდი, მაგრამ ძალიან ერთიანები ვიყავით. ზოგიერთი ძალიან მშვიდი ჩანდა, მაგრამ რეალურად პირიქით იყო, მაგალითად, პირლო... კარგი ფეხბურთელები, მეგობრები და კაცები ვიყავით. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო...

- რა პრობლემა?
- ბრაზილიელების ჩაცმულობა. ვერ შეხედავდი. და ფილიპო ინძაგი... მისი ტყავის ქურთუკი ახლაც მახსოვს...

- მალდინი ამ გუნდის სიმბოლო იყო...
- პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ახლა სწორ ადგილას არის. იმედი მაქვს, უმაღლესი დონის გუნდს ააშენებს.

- პიონტეკი შევჩენკოს ჰგავს?
- ვიტყოდი, რომ არა. პოლონელი კარგად თამაშობს, მაგრამ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ შევჩენკოს შევადარებთ. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია.

- და სხვები ვინ არიან?
- მალდინი, ნესტა, რივალდო, ინძაგი, რუი კოშტა, რონალდინიო.

- და მეტოქეებს შორის ვის გამოარჩევდით?
- იბრას, ვიერის, რონალდოს.

- რომელია ყველაზე სასიამოვნო მოგონება, რომელიც "მილანს" უკავშირდება?
- პირველი მოგებული ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერში. ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. შესანიშნავი იყო სკუდეტოსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაც. გულშემატკივრები ჩვენით ამაყობდნენ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო სტამბულში "ლივერპულთან" წაგებული ფინალი.

- რა იყო თქვენი საიდუმლო? დღევანდელი "იუვე" ძალიან ძლიერია, მაგრამ ევროპაში შედეგის მიღწევა არ გამოსდის. თქვენს დროს წარმატების მისაღწევად მეტი გუნდი იბრძოდა, მაგრამ გამარჯვებული თქვენ გამოდიოდით...
- "იუვენტუსთან" დაკავშირებით დეტალებში არ შევალ. ჩვენი წარმატების საიდუმლო ნიჭი და ხასიათი იყო, რის გარეშეც შორს ვერ წახვალ. შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში დავმარცხდით, მაგრამ ყველა საჭირო შეხვედრებს ვიგებდით.

- და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელია?
- "ინტერის" კარში გატანილი გოლი. ისტორიაში შევედი, "ინტერი" ჩვენი მთავარი მეტოქე იყო.

- როგორ დავასრულოთ ინტერვიუ?
- Forza Milan!
მკითხველის კომენტარები / 19 /
ის ვინც უარყოფითს წერს, ის რომ იცოდეს იტალიაში, კერძოდა რომში როგრო იყვარს ყოველ იტალიელს, უბრალო ტაქსის მძძღოილდან დაწყებულს უბრალოდ თუ ნამუსი აქვს შერცხვებოდა და თუ არა უფრო გაბოროტდებოდა!!კარგით რა კარგით მსოფლიოს დედა ქალაქი იძახის კალას!!!!! შეგრცხვეტშურიანებო!!!
---------
14:08 30-04-2019
0
ყოველთვის მეყვარება ფეხბურთელი კახა კალაძე! რაც შეეხება პოლიტიკოსს, მე სხვა შეხედულებები მაქვს, ასე რომ, პოლიტიკოსი კალაძით მოხიბლული არ ვარ ნამდვილად.
ანა
12:23 30-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული