საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს ეხმაურება.
"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.
ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში
მსგავსი ბანერის გვერდით.
უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.
"დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

თბილისის "დინამო" უეფამ ფანკლუბის წევრების მხრიდან ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენის გამო დასაჯა. ქართულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უეფამ სასჯელი ძალაში დატოვა.