თბილისის "დინამომ" "დორტმუნდი" და "ჟალგირისი" დაამარცხა და ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 11-წლამდელთა შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა.

თბილისელებმა ფინალურ შეხვედრაში ვილნიუსის "ჟალგირისი" 1:0 დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლები გოლგაუშვებლად მოიპოვეს.

ფინალური შეხვედრის ბედი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა, საბა ხარებაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გადაწყდა. ზურა ელიავას გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა. "დინამომ" ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" 1:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში "ანტალიასპორს" 5:0 მოუგო. ჯგუფში თბილისელებმა ლიეტუვური "ტფა-ბლუ" 4:0 დაამარცხეს, მინსკის "დინამოს" 2:0 მოუგეს, სანკტ-პეტერბურგის "ენჯელბოლს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და იმავე ანგარიშით უჟგოროდის "ჩაიკა" დაჯაბნეს.

დინამოელებმა
ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოთი უპრეცედენტოდ თბილისელთა ორივე მეკარე დაჯილდოვდა. პრიზები გიორგი ბაშარულმა და ირაკლი ერიაშვილმა მიიღეს. გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი კი ანდრია ბართიშვილი გახდა.

ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე და ცოტნე ხარებავა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ბავშვებო და სრულიად საქართველოვ.ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ.
ნათია
01:32 16-10-2019
0
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებას გისურვებთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად კარგია დინამოს აკადემიის არსებობა. გილოცავთ
გურამი
12:32 14-10-2019
0

სიახლეები პოპულარული