კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დინამო თბილისი გაცნობებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში წვრთნა უკვე მეორე კვირაა შეჩერებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, რამდენიმე დღეა სავარჯიშო პროცესი დიღმის ბაზაზეც შეჩერებულია. პირველი გუნდის ფეხბურთელები (ასევე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები) ინდივიდუალური პროგრამით, მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ.

ჩვენი გუნდი აცნობიერებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ყველა წევრი მაქსიმალურად ერიდება თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა ბაზაზე საწვრთნელი პროცესის განახლების შემდეგ ყველანაირი საშიშროება თავიდან იქნას აცილებული. ამავე მიზეზით და მრავალი
სტუმრის ერთად თავშეყრის თავიდან არიდების გამო დროებით მუშაობას ჩვენი საკლუბო მაღაზიაც წყვეტს.

დინამო თბილისი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას".
ასევე დაგაინტერესებთ