"ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი საცოდაობაა" - ბაია პატარაია მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ ჟრიამულს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტი ბაბუცა (ბაია) პატარაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "ლოკომოტივის" მიერ მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ აღტყინებას კრიტიკულად გამოეხმაურა.

"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.

დროა, გაიზარდოთ!

სხვათა შორის, ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ, ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).

დროა, გაიზარდოთ!

გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა
და პასუხისმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!

ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!

საქმე აკეთეთ!" - დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.

მკითხველის კომენტარები / 182 /
როგორც ცხონებული ნოდარ დუმბაძე იტყოდა "а по моему он(а) просто идиот".
ირაკლი
18 სექტემბერი 2020 18:38
2
ჩემი პატივისცემა ბაიას! ვაფასებ ამ ადამიანს და მის ნააზრევსაც!
korben dallas
18 სექტემბერი 2020 18:35
34
ამ კორდენ დალას, ევასება ისეთები ვინც გადახრილ-გადმოხრილები არიან.
ავოეეეეე კორდენ, აზრზზე მოდიიი.
18 სექტემბერი 2020 19:53
0
ეხლა ეს ღირსი არაა სტადიონებზე დააბა და აყურებინო ეროვნულის ლიგის ყველა მატჩი? :D :D
dima
18 სექტემბერი 2020 18:35
1
კარგი ეხლა Dima,
ეგ უკვე მეტისმეტია. ჟანა დარკი არ უწამებიათ ეგრე. :)
მიშა
18 სექტემბერი 2020 23:23
0
კომპლექსიანია თვითონ და იმიტომ. ასე გაბოროტებული ხალხი საიდან მოდის...
ზურა
18 სექტემბერი 2020 18:34
0
გულშემატკივრობასაც ცოდნა უნდა და შეგრძნება ამან საიდან უნდა იცოდეს ან სად უნდა განეცადა ის მუხტი გულშემატკივრობის მე გეტყვი როცა 90000 გულშემატკივარი ერთად იძახის სა-ქარ-თვე-ლო და მთელი 90 წუთი არ ჩერდები მთელი არსებით ჩართული ხარ მიმდინარე მოვლენებში ამხნევებ ძალას აძლევ მოუწოდებ შენიანებს ბრძოლისკენ ლამის მოედანზე გახვიდე და დაეხმარო შენ საყვარელ გუნდს სიტყვებითაც ძნელია გადმოცე რა გრძნობები გეუფლება როცა შენზე 10 ჯერ ძლიერ მდიდარ ბოლობოლო მტრის ქვეყნის წარმომადგენელს რომელსაც უველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და ამ დროს ბიჭები მთელი ენერგიის დახარჯვით საკუთარ თავზე ჯობნით ამარცხებ მოწინააღმდეგეს ადრენალინი აშკალეებს გოგონა წადი რეზინობანა ითამაშე...
კახა
18 სექტემბერი 2020 18:34
0
რუსების ისტერია და კომენტარები რომ გენახა ამას არ იტყოდი ქალბატონო ბაია
კახა
18 სექტემბერი 2020 18:32
0
ფეღბურთზეღა აკლდა ამას კომენტარის გაკეთება და აჰა დადგა ეს ბედნიერი დღეც! :)
ნკ
18 სექტემბერი 2020 18:31
1
საცოდაობა იცი რა არის ქალბატონო ბაია? საცოდაობაა შენნაირი ადამიანისათვის ჯერ კიდევ ნამუს შერჩენილ ერთან ცხოვრება...
D M
18 სექტემბერი 2020 18:27
1
ძლივს ერთი კარგი ამბავი მოხდა და ნუ ჩაგვამწარებ ქალბატონო
კახა
18 სექტემბერი 2020 18:25
0
ბაია შენი სახეო, სპორტ ოლ დოთ ჯი-ზე ვნახეო, ..................
ბაიას
18 სექტემბერი 2020 18:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული