"ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი საცოდაობაა" - ბაია პატარაია მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ ჟრიამულს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტი ბაბუცა (ბაია) პატარაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "ლოკომოტივის" მიერ მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ აღტყინებას კრიტიკულად გამოეხმაურა.

"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.

დროა, გაიზარდოთ!

სხვათა შორის, ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ, ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).

დროა, გაიზარდოთ!

გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა
და პასუხისმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!

ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!

საქმე აკეთეთ!" - დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.

მკითხველის კომენტარები / 182 /
მან, ვინც იცის და ქმნის უცოდინარის შთაბეჭდილებას, ესეთი ადამიანი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ხოლო ის ვინც ცოდნის გარეშე ქმნის მცოდნის შთაბეჭდილებას - ის ავადმყოფია.
TanoLife
18 სექტემბერი 2020 19:59
0
უფლება დამცველი?
nikolozi
18 სექტემბერი 2020 17:59
0
ბაიას აზრს შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ აქ დაწერილი ბევრი კომენტარი სამარცხვინო და საზარელი არის. ამ კომენტარებში გამოთქმული არის ადამიანისადმი ზიზღი, უცენზურო სიტყვები, პირადი ლანძღვა და შეურაცყოფა. ეს მიუღებელია! არ შეიძლება ეს უცენზურო, მდაბიო, გაუნათლებელი ბრბოს კომენატარები გამოაქვეყნოს თავმოყვარე ინტერნეტ-გამოცემამ! ვფიქრობ ბევრმა კომენტარის ავტორმა წარმოაჩინა სწორედ ის სახე, რასაც ბაია აკრიტიკებდა.
ლუკა
23 სექტემბერი 2020 07:25
8
გეყოთ კომენტარები ამ არსებაზე. ამას თავმოყვარე კაცი პირშიც არ მისცემს
დავით 67
22 სექტემბერი 2020 21:40
14
სულაც არ ვთვლი თავს უთავმოყვარეოდ მიუხედავად ყველაფრისა
შაკო
24 სექტემბერი 2020 23:02
9
ადმინისტრაციავ, მოგწონთ თქვენი საქციელი?
ამო
19 სექტემბერი 2020 17:09
5
მოდით, ხალხო, ეს მშვენიერი გამარჯვება შევირგოთ და ნურც ბაბულას დავუკარგავთ გარჯა-მონდომებას: ასეთ სრულიად სახალხო და საქვეყნოდ სასიხარულო ამბავში რომ გენდერული ნიშნით მოახერხებ საშენოდ საღლიცინო თემის გამოჩიჩქვნას, მაგასაც ხომ ნიჭი და მოწოდება სჭირდება?!...
მ.ტ.
19 სექტემბერი 2020 14:15
1
ავადმყოფი
გიგა
19 სექტემბერი 2020 11:54
1
მოხსნიდ ეს ცინგლუანი კონენტარების რეკორდს
kaxa
18 სექტემბერი 2020 21:01
0
როგორც ცხონებული ნოდარ დუმბაძე იტყოდა "а по моему он(а) просто идиот".
ირაკლი
18 სექტემბერი 2020 18:38
2
წადი შენი -------, სწორედ ასეთზე ნათქვამი.
თემო
21 სექტემბერი 2020 23:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული