თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
სირცხვილისგან იმდენი ხიზილალა უჭამიათ მუცლები დახეთქიათ.
dato
25 სექტემბერი 2020 16:05
0
კომენტარებს რატომ ბლოკავთ? უხამსი არ დამიწერია არაფერი, დავწერე და კიდევ გავიმეორებ რომ ფიფია არის საგინებებლი და სათრევი, იმიტომ რომ დინამოს, ამ ეროვნულ სიამაყეს ეპყრობა როგორც რაღაც ნივთს, რომლისგანაც მხოლოდ მოგება უნდა მიიღოს და დანარჩენი არ აინტერესებს. სირცხვილია კი არა უფრო მეტია ასეთი დინამოს ყოლა. ფარერებთან მინიმალური ანგარიშით მოგებაც კი სირცხვილი უნდა იყოს. ფიფია შე ვაჭარო და სოვდაგარო გაეშვი დინამოს, შენ ჩვენ სირცხვილი გვაჭამე, ისეთი რომ ათეული წლები დაჭირდება ამის ტკივილის მინელებას. ვიცი არ დამიბეჭდავთ თორემ შევამკობდი "ლამაზი" სიტყვებით.
ქართველი
25 სექტემბერი 2020 15:52
0
თხოვნაა გაავრცელეთ უნამუსოების სია !



დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა, ფიფია, კობიაშვილი .........
Efusa
25 სექტემბერი 2020 11:31
1
ქართული ფეხბურთის ფლაგმანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
25 სექტემბერი 2020 01:27
0
იმათი მწყემსობის არ ვიცი,მაგრამ ჩვენები რომ ბარანები იყვნენ ნაღდია...
gurulo
25 სექტემბერი 2020 16:56
1
სისხლის სამართლის კოდექსით ადამიანის შეურაცხყოფა ხომ ისჯება?! რაც ამ გაუგებარი წარმომავლობის და შინაარსის გუნდმა (ეს გუნდი არ არის ღირსი დინამო ერქვას) თავის ვაიპრეზიდენტიან, ვაისპორტულ-ტექნიკურ დირექტორიან, ვაიმწვრთნელ, ვაიმასაჟისტიან, ვაიფეხბურთელებიანად მიაყენეს გუშინ ათასობით გულშემატკივარს შეურაცხყოფა არ იყო?! და თან მერამდენჯერ, და თან აღმატებულ ფორმაში ?! ადამიანური და სპორტული თვალსაზრისით არ ესმით და არ უნდათ რეალური პასუხისმგებლობის აღება (ისეთი არა ვიღაც რომ გამოვა ხოლმე და მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობასო რომ იტყვის და მერე არაფერი რომ არ ხდება) და იქნებ სისხლის სამართლის კანონმდებლობით მაინც მოვთხოვოთ პასუხი შეურაცხყოფისთვის ან სამშობლოს შეურაცხყოფის და ღალატისთვის თორემ ფიფიას სხვანაირად არ ესმის ხომ ხედავთ 9ეხლა გაქრება დაიმალება ცოტა ხნით, როგორც სჩვევია და მერე ისევ ვინმე თავისნაირ უვიც პიტალოს მოიყვანს მწვრთნელად) !!! ბატონო ალექსანდრე, ბატონო თენგიზ, ბატონო ვლადიმერ, ბატონო ოთარ, ბატონო მურთაზ, ბატონო რეზო, და ა.შ. რას ეუბნებით თქვენი სიჩუმით იმ დიდი დინამოელების სულებს რას?! როდემდე უნდა გაითელოს და წაიბილწოს დინამოს სახელი, როდემდე?! ალბათ რამდენ ჭეშმარიტ უბრალო გულშემატკივარს არ ეძინა წუხელ მიღებული შეურაცხყოფის გამო ?! თქვენი ავტორიტეტის გათვალისწინებით, ხომ არ აჯობებდა ჩაუდგეთ სათავეში და ვაიძულოთ პიტალო, უვიცი ფიფია რომ გაყიდოს საბანძეთად გადაქცეული კლუბი და ისე როგორც არაერთ დიდ კლუბშია მისი აქციები შეიძინოს ყველა მსურველმა უბრალო ადამიანმა ჩატარდეს პერიოდულად პრეზიდენტის არჩევნები და ასე უსაშველოდ არ გაგრძელდეს ხოლმე უვიცების მმართველობა ასეთ მნიშვნელოვან-ისტორიულ კლუბში რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს ?! რატომ ხართ გაჩუმებული ?! ამაზე ქვემოთ შეიძლება კიდევ დაცემა და ვარდნა?! რას ველოდებით ?! რამოდენიმე წლის წინანდელი, ქეცბაის ემოციური გამოსვლა გამახსენდა ფედერაციის ყრილობაზე ფეხბურთის ავტორიტეტებს რომ მიმართავდა ყველაფერი რომ გაიყიდა, დაიქცა და გაუბედურდა სად იყავით მაშინო ?! იმის მერე არაფერი შეცვლილა ისევ გათითოკაცებულები ვართ და ისევ საკუთარი ცხვირის იქით არაფერი გვაინტერესებს ?! და მაინც !!!! იმ დიდი დინამოელების: ბორის პაიჭაძის, ბასა ღოღობორიძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, ნოდარ ახალკაცის, ვიტალი დარასელიას, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიას და სხვა მრავალი დიადი დინამოელის სულებს რა პასუხს სცემთ თქვენი უმოქმედობით ?! აიღეთ ინიციატივა და ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგებათ მხარში დინამოს გადასარჩენად კია არა (დინამო აღარ არსებობს დინამო მოკლეს კარგა ხანია უკვე) ახალი დინამოს შესაქმნელად !!! P.S. ფედერაციის პასუხია საინტერესო ფეხბურთის ესეთი განვითარებისთვის იხარჯება ხალხის (ბიუჯეტის) ფული?! იმედია sportall.ge -ს გაეღვიძა და ამ კომენტარს მაინც გამოაქვეყნებს !!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
25 სექტემბერი 2020 11:48
0
ფიფია და ჩისკო გამოდით და გააკეთეთ კომენტარი, ნუ დაგვღალე თქვენი სირული სელექციებით, გეყოთ მართლა ხალხის ნერვებზე თამაში.
dinamos fani
25 სექტემბერი 2020 16:54
2
ვინ მისცა ფიფიას იმის უფლება რომ დინამო, რომლითაც მთელი თაობები ამაყობდნნენ გააბანძა და მასხრად ასაგდები გახადა
ალეკსანდრე
25 სექტემბერი 2020 15:09
0
საერთოდ აზრზე არ არიან ფეხბურთის არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელი, არც ჟურნალისტები. საერთოდ არ ესმით. კიროვის ბაღის და მუშტაიდის ბაღის სტაჟიანი გულშემატკივრები ათი თავით უფრო ჩახედულები და გარკვეულები იყვნენ.ძალიან მაგარ გაუგებრობაშია დინამო მოხვედრილი.ფანტასტიკის სფეროა ეს ანგარიში.სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონონ, მაგრამ კლუბი კერძოა და ზემოქმედების ბერკეტები ცოტაა.ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ისეთი ხელფასები ფეხბურთელებს რომ აქვთ, ბევრს ვერც კი დაესიზმრება.ასე უჯიგროდ და უკბილოდ თამაში უკვე ჩვეულებაში გადაუვიდათ. ეს პატარა ბღენძია ქონდრისკაცები, რომლებსაც თავი მართლა ფეხბურთელები ჰგონიათ,სულ პანღურებით გასაყრელები არიან თავისი მწვრთნელიანად. ისე ბატონო ფიფია, არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე!
gigo
25 სექტემბერი 2020 13:33
1
აბა დაიმალე ეხლა ფიფია როგორც იცი ხოლმე, მერე რაღაც უაზრო ბოლი ახსნა გამოუშვი და წავიდა ეს მარაზმი და საბანძეთი თავიდააან!!!! როდემდე ?!
დინამო არა რფდინამო-საბანძეთი
25 სექტემბერი 2020 12:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული