"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
ქეცბაია როგორც მწვრთნელი ვარსკვლავებს არ წყვეტს , მაგრამ თქვენ როგორც ვითომ ჟურნალისტი ვის აზრს გამოხატავთ კარგადაც ვიცით, როგორც მთელი იმედი ძალზედ "ობიექტურები" ხართ . გასაკრიტიკებელი მთელი ქოცბანდა და ფედერაციააა ,ის ფედერაცია რომლის თანამდეგობის პირები პატარა ფანებს ცემენ საკუთარი პროტესტის დაფიქსირებისთვის არ აკრიტიკოთ ხელი დააფარეთ , გრცხვენოდეთ...
დათო
21 ნოემბერი 2020 09:50
12
დათო,წუხელ 20 საათზე,სილქ უნივერსალზე,სალუქვაძეს,ლევან კობიაშვილი ჰყავდა.წუხელ, ცოტას ვუყურე და ვაპირებ ჩანაწერიც ვნახო.რაც ვისმინე,ბევრ რამეზე სხვა თვალით შემახედა.კონკრეტულად ქეცბაიაზე არა,ბოლო თამაშებზე და სტრუქტურებზე,დაფინანსებაზე ლაპარაკობდა,მე რაც ვნახე.მგონი საინტერესო იქნება მოსმენა.
სოსო
21 ნოემბერი 2020 11:26
8
სალუქვაძე საშუალო დონის ჟურნალისტია და ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო და ეხლა რახან ჩვენია საშუალო დონის მწვრთნელია,მაგრამ არც სალუქვაძეა ბობ ვუდვორდი და არც ქეცბაიაა იოჰან კრუიფი,ქეცბაია ნოდარა ახალკაცის დონის მწვრთნელი არ არის,ახალკაცს როგორ მოექცნენ 1983 წელს უფროსი თაობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვს.თავის დროზე ქაცბაია ნაკრებიდან რატომ გაუშვეს ალბათ გვახსოვს ყველას და არ მოიქცა მაშინ ქეცბაია სწორად,ზუსტად ასევე არ მოიქცა სწორად სალუქვაძეც ცხელ გულზე არასწორი რაღაცეები იძახა.მე არც ის მგონია მართებული და სწორი რასაც ცხელ გულზე ნაკრების ფეხბურთელების მიმართ წერდნენ და იძახდნენ.ჭკვიანი ხალხის ნათქვამია ცივი გონებით განსაჯეო.გერმანიის ფეხბურთის მამებს ესპანეთთან 0-6 წაგების შემდეგ ლოვის გადაყენება მოთხოვეს,არადა ჩვენი გადასახედიდან გადასაყენებელი იყო,მაგრამ მამებმა ნურას უკაცრავად ლოვი რჩება ნაკრებშიო,სკეპტიკოსებს ცივი წყალი გადაასხეს.ეჰ ჩვენროდის მივალთ ამ დონეზე. და ბოლოსკენ ზუსტად ისევე არ იყო მართებული სალუქვაძის გამონათქვამი,როგორც ქეცბაიას გამონათქვამები მაშინ როცა ამბიბდა თქვენ ფეხბურთელები არ გყავთ და მე რაშედეგი დავდოო,თუ იცოდა დალოცვილმა რომ ფეხბურთელები არ გვყავდა და ვერაფერს მიაღწევდა რაღას მოდიოდა ნაკრებში.მაგრამ რას ვიზამთ არც ერთი არის ბობი და არც მეორე იოჰანი ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან!
გოგა ლორია
21 ნოემბერი 2020 11:36
5
მე ვისურვებდი,რომ სალუქვაძე ბარათაშვილის გადაცემა კვლავ იყოს ეთერში და გახდეს უფრო ღია,მწვავე კითხვებით და ყოველგვარი "ვიღაცას გაუტყდება"-ს გარეშე.
sake
21 ნოემბერი 2020 19:36
9
ლევანი სამართლიანი და კარგი ადამიანია და პირდაპირი. ფეხბურთში მასავით ზოგიერთი მწვრთნელი რომ ერკვეოდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ქეცბაია მართლაც დიდი ფეხბურთელი და მებრძოლი ადამიანია, რაც ჩვენს ბევრ ახლანდელ ნაკრების წევს აკლია-მაგრამ მისი დრო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე წავიდა. გია ჭიაბრიშვილი საუკეთესო ვარიანტია -საქმით დაამტკიცა ეს და უნდა მიეცეს შანსი
აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი
inviz9
21 ნოემბერი 2020 16:46
27
ე, ბიჯო დავნიშნოთ მერე ნაკრების მწვრთნელად და გვეშველება!!!
buba
22 ნოემბერი 2020 12:01
0
ვინმემ არგუმენტირებულად დაწერეთ თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთისთვის ამისთანა რა გააკეთა, რომ მის აბსოლუტურად გაუაზრებელ ქმედებებს ამართლებს რასაც ის როგორც სამწვრთნელო ისე მოედანს მიღმა ჩადიოდა???
ამაშია საქმე
21 ნოემბერი 2020 15:30
20
ქეცბაია ბევრად დიდი ფეხბურთელი იყო, ვიდრე სალუქვაძეა ჟურნალისტი, რა ჟურნალისტიცაა, გუშინდელ გადაცემაში გამოჩნდა, ერთი მწვავე შეკითხბაც რომ არ დაუსვია კობიაშვილისთვის, ან ეს კობიაშვილი რამ გაამწარა, აქეთ ფედერაციაო, იქით პარლამენტიო, რა იყო, ასე რამ დაახამა ეს კაცი.
საქმე ამაშია
21 ნოემბერი 2020 18:38
4
ლევან სალუქვაძე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
Kkk
21 ნოემბერი 2020 13:28
6
Am saqmis midgoma egetia, temuri mogvcons da saluqvadze ara. Sxva iqet araferi gvainteresebs. Mesi jobia ronaldus radgan vigacas mesi mocons, ruseti amerikas radgan ruseti mocons, nacebi qocebs radgan nacebi mocons. Esetia chveni midgoma da analizi da qe gvaqvs cxovrebis analizebi gadasarevad.
Milani
21 ნოემბერი 2020 08:50
0
ეს ტიპი "სილქნეტში" მუშაობს და თავი "ზარალა" ან "მამულო" ხომ არ გონია ? რეალურად ლევან ყიფიანის ტიპაჟია. იტყვის მერე ავარია მომივიდაო
ALONZO
22 ნოემბერი 2020 02:54
7
მოკვდა ეგ სახეობა და ჩაყევით ახლა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით
ნანიკო
22 ნოემბერი 2020 00:06
1
ზოგს რომ აუჩემებია,ნაკრების მწვრთნელად უნდა მოვრუნებაო,სად ნახეთ ერთი სიტყვა ეთქვას ამის შესახებ და კიდევ ერთი,კომენტარებში ეწერა ვიღაცას,თუ ქართველები თა მაშობენ დიდი ამბავი,არც თუ ისე დიდი ხეᲚფასიაქვთო.და ამას რამხელა პასუხისმგებლობა აქვს,იმას არ უყურებს,თუ რამე ეგრევე რომ წამოაყვედრიან და შეიძლება გაუშვან კიდეც.მე არ ვიცი ამათ ხელფასი რამდენი აქვთ,მაგრამ მე რომ კაპიკის გადამხდელი არა ვარ ამათში,მაგი კი ვიცი
კახა ქ.
21 ნოემბერი 2020 17:19
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული