დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მთავარი ჯილდო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგო. ამ პრიზზე ნომინანტები, ხვიჩას გარდა, დავით ხოჭოლავა და ჯაბა კანკავა იყვნენ.
სხვა ნომინაციები:
საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი: დავით ბობოხიძე (თსუ)
საქართველოს ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: სიმი საიოტი (ეროვნული ნაკრები)
საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე ("ლანჩხუთი")
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ლუკა ლოჩოშვილი ("ვოლფსბერგერი")
საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი")