ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს

AutoSharing Option
philenews.com წერს, რომ "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაკავებულ თანამდებობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს.

ჩვენებური გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც მას უთხრეს, რომ კვიპროსის თასი აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ფამაგუსტური კლუბის დატოვება არ მოუხდეს.

"ანორთოსისი" თასის 1/2-ფინალშია გასული, სადაც 14 აპრილს "აპოელს" დაუპირისპირდება, კვიპროსის ჩემპიონატში კი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისში" ხელფასების გაცემაზეც დიდი პრობლემა ყოფილა და ქეცბაიას შეხვედრაზე ეს საკითხიც დაუყენებია, რაზეც ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ სპონსორებისგან თანხებს მალე მიიღებენ და ხელფასებსაც გასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ