"როდემდე მოუთმენენ ამას ფეხბურთელები?!" - სპორტული ჟურნალისტი ქეცბაიას აგრესიაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისმა" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და ევროტურნირების საგზურის მოპოვება მხოლოდ ქვეყნის თასის მეშვეობით შეუძლია.

კვიპროსული მედია წერს, რომ ქართველი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამთან ყოველთვის ემოციურია. "სიგმალაივი"  "პრაიმტელის" სპორტულ კომენტატორ მილენკო სპოლიარიჩის სიტყვებს გვთავაზობს, რომელიც ამბობს: 

"რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მართებთ დიდი მოთმინება, რადგანაც მათ ჰყავთ  მწვრთნელი, რომელიც ბევრს ყვირის. მე არ ვამბობ, რომ ქეცბაიამ ეს არ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელმა უნდა წარმართოს თავისი გუნდის თამაში, მაგრამ  ფეხბურთელებისათვის ეს ადვილი არაა.  ამ ეპიზოდში  მოთამაშემ (გიორგი ქვილითაიამ)  თავი შეიკავა, მაგრამ სადამდე მოითმენენ ამას, რთული სათქმელია".


მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბაიასთან საერთოდ რატომ უნდა გაჩერდნენ ფეხბურთელები არ მესმის ?! ადამიანის პატივისცემა არააქვს ,დედის გინება და სხვა შეურაცხყოფა ეს მისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს,ლორიასი ვერ გამიგია რა,კაი ,ქვილითაია და ოქრიაშვილი ზარმაცები და არაპროფესიონალები არიან და სხვაგან არც ათამაშებს არავინ ,მაგრამ ლორიას ხომ შეეძლო ნებისმიერ ნორმალურ გუნდში თამაში ? ეტყობა უკვე ასაკი არ უწყობს ხელს , ერთი რამ ფაქტია,შეურაცხყოფილი და უთავმოყვარეო ხალხი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს .
დევკალიონი
00:56 07-04-2021
2
ქეცბა ხშირად მართალს ამბობს
მაგრამ სიმართლის თქმასაც ტაქტი უნდა რომ გააგებინო ადამიანს.
ემოციური კი არა აგრესიულია და აგრესია კიდე კინდ მართალი იყავი გინდ მტყუანი საპასუხო აგრესიას იწვევს.
1

სიახლეები პოპულარული