"ქართული ფეხბურთი ამას ვერასდროს მიხვდება..." - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით კონფერენს ლიგის 1/2-ფინალში ბათუმის "დინამოს" "სივასპორთან" მარცხს ეხმაურება და წერს:

"გამოგიტყდებით და ზუსტად ეს მოლოდინი მქონდა 1-0-ის შემდეგ. 1-2. სამწუხაროა. ქართული ფეხბურთი ვერასდროს მიხვდება, რომ თამაში მთავრდება მსაჯის სასტვენის მერე", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება.