ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ერთი რუსი გუშინ კომენტარებში წერდა ესპანეთი ქართველებიდან ხვალ ჩახოხბილს გააკეთებსო და მართალი აღმოჩნდა, თუმცა ეს არა უშავს.
1954 წელს გერმანიამ ჯგუფში უნგრეთის დიდ გუნდთან 8:3 წააგო, ფინალში კი 3:2 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რუსეთთან არ ვიცი როგორ უნდა მოიგო. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ.
ჯუჯი
30 იანვარი 2022 00:42
1
არ ვამართლებ ჩვენს სუსტ თამაშს, მაგრამ ვიღაც რუსმა რომ დაწერა, ეგ არ ღირს ყურადღებად. გუნდი პირველადაა ევროპაზე და ჯგუფიდან გავიდა, მეტი რა მოვთხოვოთ? აი რუსს კი ვურჩევდი, თავის თანამოძმე მორაგბეების ტირილს დაელოდოს თბილისში თებერვლის ბოლოს.
: )))))))
30 იანვარი 2022 01:52
1
140 მილიონი კაცი 9 თვე დარბაზში თამაშობენ.
ჩვენთან ეზოს ფეხბურთი არასდროს არ იყო ფუტზალი, 4×4 თუ 6×6 სულ დიდი ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ. ხოკეი და ფუტზალი მაგათია.
ბრაზილიელებს რაც შეეხებათ-ეს სხვა დონეა,ისინი რაც მრგვლია ყველაფერს უღებენ ალღოს,ფებურთი იქნება,ფეხ-ფორთოხალი თუ მრგვალფორმიანი ქალები:)
Levani
30 იანვარი 2022 01:30
0
ძაანაც ლოგიკურად ვიქცევით, როცა ვიგებთ უნდა შევაქოთ და ცამდე ავიყვანოთ, როცა ვაგებთ უნდა ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ აბა როგორ გინდათ,
რრრ
30 იანვარი 2022 00:30
4
ლანძღვა, დაცინვა, აბუჩად აგდება და კრიტიკული შეფასება იგივე რომ გგონიათ ეგ არის არასწორი
(:
30 იანვარი 2022 01:04
1
სწორი ტაქტიკული სვლა, რამდენად დავზარალდით კუპატაძის გაყვანით ესპანეთთან ამას დრო გვიჩვენებს.
ჟორა
30 იანვარი 2022 00:27
1
მართლა უმადურები ხართ კომენტარების ავტორებო :)
._.
30 იანვარი 2022 00:20
5
თუ მწვრთნელი იმაში დარწმუნებულია, რომ დასვენებული ფეხბურთელებით შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, კიდევ გავიგებ, მაგრამ ანგარიში აშკარად დამაფიქრებელია
: )))))))
30 იანვარი 2022 00:12
0
გამოცდილება გვაქვს და ვერ ვისწავლეᲗ Ჭკუა ....ასეᲗი უნიაᲗო ᲗამაᲨიᲗ როგორ გავედიᲗ საინტერესოა.ეს იყო მარაზმი.
მოვიგებᲗ ერᲗ ᲗამაᲨᲨს და ცამდე აგვყვას გუნდი ...მოვა Შემდეგი ᲗამაᲨი და რა Შედეგი ნოლი.
რა უბედურებაა.ზუსტად ქარᲗულ გუნდებს ემარᲗებაᲗ ცამდე აყვანა და ქება დიდება.
დავანებოᲗ ქქება დიდებას Თავი ვაა
მოქალაქე
30 იანვარი 2022 00:00
9
დაიწყეთ ახლა "ფედერაციასთან შევიკრიბოთ,გადადგეს კობი" და ა.შ.
მიხვდა ასათიანი რო აზრი არ ჰქონდა ძალების შელევას 0-8 თუ 3-4 მაინც რუსეთთან მოგვიწევდა ბრძოლა და ენერგია შეინახა,რაც სრულად ლოგიკურია.
ესპანეთთან თავი რო შეეკლა და ფრეს მიეღწია მერე ხორვატიაც მოგვიგებდა.
სამაგიეროდ ახლა რუსეთთან გაბრძოლება შეიძლება
Levani
29 იანვარი 2022 23:59
5
ხომარ უბაგუნებთ ხალხო რეებს ბაზრობთ? თქვენ იცით რამდეინაქვს ფუტზალის მოთამაშეს ხელფასი? მოგებაზე 50 ერიცხებათ და ესაა ხელფასი. ნაკრებში ქართველი ფეხბურთელები რომლებიც საქართველოში თამაშობენ 200-300 ლარიაქვთ ხელფასი. და დამატებითად მუშაობს ყველა სადღაც. და ამ ბიჭებმა ბრაზილიელების დახმარებით შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში არიან. ეპოპეაო დასრულდაო რო ოწერებით ვაფშე აზრზე ხართ რას და ვის ადარებთ ესპანელებს ათი ათასჯერ დიდი ხელფასი აქვთ ეს იმას ნიშნავს რო ესპანელები დღედაღამე ამ სპორტით არიან ფუტზალერებს ვგულისხმობ. ჩვენი ყველაზე მაგარი ბიჭები კი დაღლილები მოდიან და კიდე ვარჯიშობენ. პროსტა ხუთშაბათს პარასკევს და ორშაბათს ახალ სპორტის სასახლეში ამოდით და დააკვირდით ბიჭებს რა პირობაში თამაშობენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთი არ ამოხვალთ სამაგიეროდ პომენტარს დაწერთ ისეთს ამ ბიჭებს რომლებიც დალეწილი ფეხებით თამაშობენ მიწასთან გაასწორებთ. ამ ბიჭებმა შეძლეს შეუძლებელი კიარა ზე შეუძლებელი წარმოუდგენელი რამ. რუსეთთან სულ რო 100:0 წავაგოთ ეს ბიჭები არიან ლეგენდები. სანამ რამეს დაწერთ გადახედეთ როგორ უწევთ ბიჭებს ვარჯიში. წელიწადში კარგად წაიკითხეთ წელიწადში 29 კაციან გუნდა 50 ათასით რო დაფინანსდეს ბიჭები დისტრიბუციაში მუშაობის მაგივრად აქ ვარჯიშზე დაიხარჯებოდენ და აი ამ ყველაფრის მერე შეგეძლებათ გააკრიტიკოთ ჩვენი ლეგენდა ბიჭები და მწვრთნელები. ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ მე ხო ვიცი რის ფასათ და რის ხარჯზე ხართ მანდ მადლობა რო ათასჯერ ჩვენზე სრულყოფილი და მდიდარი ორი გუნდი გააკარით პარკეტზე❤️
ქომაგი1
29 იანვარი 2022 23:58
2
ასათიანმა დაიწყო უკვე ბიჭებთან კონფლიქტი,ძალიან უტიფრად იქცევა,გასახდელში ბიჭებისკენ გაიშვირა ხელოვნება.
gaga
29 იანვარი 2022 23:47
7
რა გჭირთ, რატო იბოღმებით ესპანეთი ჯგუფის კიარა ჩემპიონატის ფავორიტია დასაწყისში სწრაფი გოლის შემდეგ გუნდუმოეშვა განაღდებულმა გასვლამ ცუდი სამსახური გაგვიწია მოეშვნენ და დიდი ანგარიშით არც წააგეს რათქმაუნდა ცუდია ოღონდ არაა ნაცრის თავზე დაყრა საჭირო , რუსეთთან შანსი 70/30 რუსების სასარგებლოდ დარწმუნებული ვარ გუნდი იბრძოლებს და მიუხედავად რა შედეგით დასრულდება მთელ გუნდს მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო სადებიუტო ჩემპიონატისთვის ცუდი ნამდვილად არ იყო სად გინახავთ ქართველების შემოტრიალებული თამაში მგონი ყაზახეთთან გვქონდა ბოლოს დიდ ფეხბურთში. წარმატებები და მეტი შრომა მეტი პროფესიონალიზმი კიდე ერთხელ მადლობა თავდადებისთვის სრულიად ნაკრებს მწვრთნელებს ფეხბურთელებს მთლიან სტაფს.
კახა
29 იანვარი 2022 23:41
1

სიახლეები პოპულარული