ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
მაშ კუპატაძემ ამ ჩემპიონატზე ჩვენზე უკეთესი გუნდი არ გვეგულებაო?)))
Gio
29 იანვარი 2022 23:34
12
ყველას გახსობთ ალბათ ბრაზილიამ რა ანგარიშით წააგო გერმანიასთან ბრაზილიაში!
ხოდა ბიჭები დასკვნას გამოიტანენ!
თემური
29 იანვარი 2022 23:24
2
ჯობდა საერთოდ არ გავსულიყავით ჯგუფიდან. რუსეთთან შერცხვენა ჯობდა ჯგუფში ჩარჩენა
რომა
29 იანვარი 2022 23:21
21
ბარემ არ გავსულიყავით და საერთოდაც ნუ ვთამაშობთ. ოდნავ მაინც დაფიქრდი, რა თქვი?
:D
30 იანვარი 2022 00:07
0
აკვირდებით, რომ ყველა პატარა წარმატების მერე ბაქი-ბუქს იწყებთ და ასეთი ჩასვრა გემართებათ ყველა სპორტში? ცოტა თავიდანვე რომ ადექვატური შეფასებები/მოლოდინები გააკეთოთ და ბავშვურად არ ავარდეთ, არ გინდათ?
odala
29 იანვარი 2022 23:16
9
პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასსვლა არ ნიშნავს რო აწი ვისაც გინდათ როგორც გინდათ მოგვიგეთ როცა ჩვენ 2 თამაში მოვიგეთ იმათან ესპანეთმა რა ქნა ნახეთ და მერე ეს 8--0 მიზეზი კლასი მთლად არამგონია იყოს ჯერ ერთი ფუტზალში 8 გოლი ერთი გუნდის მიერ სალნაოდ ბევრია თან ნოლზე დამთავვრება საერთოდ
ნოდო
29 იანვარი 2022 22:58
4
უმადურობას აქვს ადგილი:( იმის ნაცვლად რომ პირველ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოვედით და ეგრევე მეოთხედფინალში გავედით!!! და იმის ნაცვლად რომ მივულოცოთ, შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ რა კომენტარებს ვაკეთებთ, ვერ ხვდებით რო ბიჭებს შეურაცყობთ?
sormona
29 იანვარი 2022 22:46
10
ამით დასრულდა ეპოპეა.
tazo
29 იანვარი 2022 22:37
31
kutaisi,მერე ვინ თქვა,რომ მიხარია,ვისაც ეს გაუხარდა,მისი ყველა მოვიკითხე,რეალობაა ეს,დასრულდა ამით ყველაფერი,რუსეთი ძლიერია ბევრად,სასწაული უნდა მოხდეს,რომ ვაჯობოთ.ეს თამაში კი სირცხვილი იყო და ჩვენი ადგილი მიგვიჩინა.
tazo
30 იანვარი 2022 00:14
2
Mère shen ra gixaria
Kutaisi
29 იანვარი 2022 22:49
9
ყველა გამოხმაურება
8: 0 რა ამბავია??!!
SILVERMARCS
29 იანვარი 2022 22:36
2
ძალიან დიდი ანგარიშით წავაგეთ
ისიდორე
29 იანვარი 2022 22:31
1
მთლიანობაში ფუტზალისტების გამოსვლა არის ძალიან წარმატებული, თუმცა დიდი ანგარიშით წაგება არ "პრავდება" გინდ ესპანეტთან წააგე გინდ სან მარინოსთან. მეორე ტაიმში მე ვნახე არა საქართველოს ნაკრები, არამედ ქართული ფუტზალის რეალური დონე, რომელიც ზუსტად ისეთია როგორიც ქართული ფრენბურთი, ხელბურთი, ჰოკეი. მეორე ტაიმში რა გუნდითაც ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა ამ გუნდით ევროპის შესარჩევშიც ვერ აიღებდნენ 1 ქულასაც.

რა ფენომენია დიდ ფეხბურთშიც და ფუტზალშიც ესპანეთთან მეორე შემადგენლობით თამაში?
დააT
29 იანვარი 2022 22:22
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული