რომან ფიფია: გამახარა თამაშის ხარისხმა - მიმართვა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" 2022 წლის საფეხბურთო სეზონს 25 თებერვალს "დინამო არენაზე" გასამართი ქართული დერბით გახსნის, სადაც ისინი ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან. მოახლოებული სეზონის წინ თბილისური კლუბის გულშემატკივრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე მიმართავენ.

​რომან ფიფია:

მოგესალმებით,

25 თებერვალს ჩვენი გუნდი მორიგ საფეხბურთო სეზონს გახსნის. სიმბოლურია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ვიწყებთ. დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას და ზოგადად 2022 წლის სეზონს. მსურს, წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს, დაწყებული პირველი
გუნდიდან, დამთავრებული ჩვენი აკადემიით, რომელიც ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენია. პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი "დინამოს" ძირითად ბირთვს სწორედ აკადემიელები წარმოადგენენ.​

გამახარა შეკრებაზე ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სტაფის საქმისადმი დამოკიდებულებამ. აქვე მსურს წარმატებული სეზონი ვუსურვო ჩვენი გუნდის ყველა ახალწვეულსა და ლეგიონერს. ისეთ კლუბში თამაში, როგორიც "დინამო თბილისია", უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ, ახალი ფეხბურთელები საქმეს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

კლუბში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შევძელით, რომ ყველა მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარი საქმის პროფესიონალებმა აიღეს. მსურს ახალ სეზონში თითოეულ მათგანს "დინამოსთან" ერთად უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კლუბში პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად ვიღებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

გასულ სეზონებში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო ჩვენი გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორი მუშაობით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქომაგებს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც მათ ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ჩუქნიდა. მომავალი სეზონისთვის კონკრეტული დაპირებების გაცემა არ მსურს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი სწორი მუშაობით და სტადიონზე ნაჩვენები შედეგით უნდა გადმოვცეთ."

ზაზა დოლიძე:

"ახალ სეზონს ოპტიმისტურად ვხვდები. ვფიქრობ, რომ კლუბში განხორციელებული ცვლილებები და მმართველობის ახალი ფორმა უახლოეს მომავალში წარმატებას მოგვიტანს. სეზონს პრინციპული დაპირისპირებით გავხსნით და ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მოტივაციაა თითოეული დინამოელისთვის. ასეთ მატჩებში გულშემატკივართა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მსურს ყველას მოგიწოდოთ, 25 თებერვალს "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ყველამ ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს.

2022 წელს "დინამოში" უამრავი საინტერესო სიახლე იგეგმება. ბევრს ვმუშაობთ და ძალიან გვსურს, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და გუნდში ყველა საჭირო მიმართულებით გამოცდილი მენეჯერები მოვიზიდეთ. ეს ფაქტორი დასახული მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება.

"დინამო თბილისისა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 25 თებერვალს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შედგება. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ (TKT.ge), ასევე ფიზიკურად, სტადიონის სალაროებში შეეძლება."

fc dinamo

altფიფია სეზონს აჯამებს და გულშემატკივრებს მიმართავს

altფიფია: "დინამოში" ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!



მკითხველის კომენტარები / 16 /
კიდე გვატყვილეებს?
1
ჯერ ერთი ეს არაა დერბი და არის ქართული კლასიკო! მეორეც ფიფია ასწავლის ფეხბურატელებს რომ დინამოში მოხვედრა პასუხ9სმგებლობაა და თავად არ ვერ გრძბიბს რომ ამხელა ისტორიის პრეზიდენტია და ასამარებს მას! მესამეც ის რომ ეს დოლიძე რა შუაშია?
ვაკო
23:55 22-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული