"მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო..." - დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი
უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

Sportall.Ge

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს. 

alt"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა..." - დავით ხოჭოლავას მეუღლემ ომში ოჯახის წევრი დაკარგა





მკითხველის კომენტარები / 63 /
სპორტალ,სირცხვილია.რეებს კადრულობთ.არ გცხვენიათ????
Master
16 მარტი 2022 18:32
8
ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში ნაკრებში, არ უნდა იყოს. ნაკრებში ის ბიჭები უნდა თამაშობდნენ, ვისთვისაც უპირველესი, თავისი სამშობლოა. აღარ გ ა მ ო ი ძ ა ხ ო ნ!!!
ქართველი
16 მარტი 2022 18:22
13
100% !
zura222
16 მარტი 2022 23:05
3
აღარ დავინახო ეს ნაკრებში!!!!
zura
16 მარტი 2022 18:16
10
ზინჩენკომ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის,ჩაკვესაც მადლობა უთხრა თავისმა უკრაინელმა თანაგუნდელმა და შენ რა თავი გამოიდე
გიორგი
16 მარტი 2022 18:10
6
იმისთვის არის სალანძღავი რომ ამას დანიურ გამოცემას უყვება, კიდევ მეტად რომ ესროლოს ჭუჭყი ისედაც ტალახში მყოფ საქართველოს . სირცხვილის დონეზე ხომ შერცხვენილები ვართ და ეხლა ომი რომ დაიწყოს გამწყდარიც ვიქქნებით. როგორც ითქვა დათო მართლა უკრაინიდან არის. ქართველს ასე საქართველო არ ედარდებოდეს მე არ მინახავს.
ვვვვ
16 მარტი 2022 18:07
7
ვითომ თავისუფალო მედიავ, კომენტარებს ნუ ბლოკავთ, ნუ ბლოკავთ, ვის არმოწონს ნეტავ, თქვენ ადმინისტრაციაში ცოტა განსხვავებული და სიმართლესთან ახლოს დაწერილი კომენტარები საინტერესოა.ხოჭოლავას კი ვეუბნები დანიაშია და იქნებ იქედან გააგონოს უფრო ახლოს არიან დასავლეთს, უკრაინას რამე სერიოზული დახმარება გაუწიონ და არა აღშფოთება შეშფოთებებით აღარ შემოიფარგლონ იქნებ. საქართველოს კი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებენ, თავის მთავრობიანად და ერიანად და ბერიანად.არ დაბლოკოთ,არ დაბლოკოთ.
Safxauzeni
16 მარტი 2022 17:53
3
ამ "მესირცხვილეებმა" არ შეგვიკიკინეს? შენ თვითონ რატომ არ იბრძვი უკრაინის დასაცავად?
ხოჭოლავას
16 მარტი 2022 17:34
17
არ აიყვანოტ ეს ნაკრებში.ისედაც არც შემწვარი და არც მოხარშული იყო.მეც მრცხვენია შენ და შენაირად მოაზროვნები!!!მიხედე შენ საკმეს.გუშინდელი ბავშვი ხარ.რაც საქართელომ გადაიტანა ამ 30 წლის მანძილზე.მეტი არასოდეს ომი!!
NESTA:)))
16 მარტი 2022 17:30
17
რა ომი.რად უნდა აქ ომი?ოკუპირებული ტერიტორიები აქვს აქ უკვე,ორი ბაზა ყავს,მარიონეტი ხელისუფლება ყავს.მეტი კი არაფერი უნდა უკრაინაში.მართლა აზროვნებაში გაქვს პრობლემა.
Master
16 მარტი 2022 18:25
27
ყველა რომ ლანძღავთ და იძახით შენ წადიო,
ჯერ ერთი მთავრობა გააკრიტიკა და არა ხალხი, გაანძრიეთ ეგ დ.მ ტვინები
მეორე ვინც არ იბრძვის აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს?
კახა
16 მარტი 2022 16:37
95
როცა შენი ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებ, სხვა ქვეყნიდან და უცხო ჟურნალისებთან, ეს ნამდვილად არაკაცური საქმეა. ჩვენი მთავრობა შეუძლებელს აკეთებს და ყველანაირად მხარში უდგას უკრაინელებს. ბოდიში და ჩინელებივით მილიარდი ერი არ ვართ, რომ კიდევ ომებში ჩავერთოთ.ავღანეთში თუ იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა რა მიიღეს? ცინკის კუბოები.
ხოჭოლავას ინტერვიუ, ერთი-ერთში, გავს ნაცების ხელწერას.
16 მარტი 2022 18:06
7
რა უცნაურია, ხვიჩა კვარაცხელიას იმისთვის აგინებდით პოლიტიკაში რატომ არ ერევაო, მიუხედავად იმისა, რომ ომი დაგმო და გამოაქვეყნა თავის ინსტაგრამზე პოსტი. ამ ადამიანს კი იმისთვის აგინებთ, თავისი აზრი რომ გამოთქვა და ხელისუფლება გააკრიტიკა? ცენზურას უწესებთ თუ რაარის? რატომ არ აქვს ვინმეს თავისი დამოკისებულების გამოთქმის უფლება.
ასევე აქვს კვარაცხელიასაც უფლება, არ გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ამას თავად სპორტსმენი წყვეტს. ვისწავლოთ სხვისი აზრის გამოთქმის ან არ გამოთქმის პატივისცემა.
როგორ შეგიძლიათ ასე გადაუაროთ ყველას, ეგრევე ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვოთ ხალხის. როდის ჩამოვყალიბდებით საერთოდ შემდგარ ერად?!
Skeleton
16 მარტი 2022 16:35
53

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული