კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

AutoSharing Option
დღეს დილით ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის, დიმიტრი ობოლაძის ნათქვამი შემოგთავაზეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა და გარკვეულწილად, მის ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვას არ გამორიცხავდა. როგორც გავარკვიეთ, საქმე უფრო სერიოზულადაა - "კვარა" და ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხებიან.

sportall.ge ბათუმელთა სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ამ საკითხზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს ივნისამდე კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ, შემდეგ კი გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. 

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში კვარაცხელია "ნაპოლის" დაუკავშირეს.

alt

"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

ასევე დაგაინტერესებთ