“ნაპოლი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, პარალელურად კი, გუნდის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელიც ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრება. ჩვენი ინფორმაციით, ის ნეაპოლელთა ფეხბურთელად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგანაც უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ეს საიდუმლო ვითარებაში, გარეშე თვალისთვის დაფარულად მოხდა. კლუბი ამ ტრანსფერზე დიდი მონდომებით მუშაობდა და შესაბამისი შედეგიც მიიღო: კვარაცხელიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ის სეზონში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ისინი
დღესვე იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ნეაპოლური კლუბი მატიას ოლივეირასაც შეიძენს.
კვარაცხელია, როგორც ბიძინა თაბაგარი - რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ტალანტს?