კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში

AutoSharing Option
გერმანულმა ავტორიტეტულმა BILD-მა "ფრაიბურგის" ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია შეადგინა. გამოცემამ ამისთვის სტატისტიკური მონაცემები გამოიყენა, ყველა თაობის გულშემატკივარიც გამოჰკითხა და ამავდროულად, არქივი გააანალიზა. ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და ალექსანდრე იაშვილი TOP-20-ში შევიდნენ.

მე-17 ადგილი - ლევან კობიაშვილი - ლეგენდარული “ვილების ეპოქის” ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი საჯარიმო დარტყმები "ფრაიბურგის" იარაღი იყო. ამ კლუბის მაისურით 185 შეხვედრა გამართა და 35 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

მე-18 ადგილი: ლევან ცქიტიშვილი
- ქართველმა ნახევარმცველმა "ფრაიბურგში" 7 წელი ითამაშა და კიდევ ერთ მაგარ ქართველთან, ლევან კობიაშვილთან ერთად, რომელმაც
მერე "შალკეშიც" დიდხანს ითამაშა, შესანიშნავ დუეტსაც ქმნიდა.

მე-19 ადგილი: ალექსანდრე იაშვილი - "ფრაიბურგისთვის" 281 თამაში ჩაატარა და ფოლკერ ფინკეს დროს გუნდის კაპიტანიც იყო.

Sportall.Ge

საუკეთესოდ ფორვარდი ნილს პეტერსენი დასახელდა, რომელიც გუნდში 2015 წლიდან გამოდის. სხვათა შორის, მე-2 ადგილზე "ბუნდესგუნდის" ექსდამრიგებელი იოახიმ ლიოვი გავიდა.

შეგახსენებთ, "ფრაიბურგის" რიგებში გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე, ოთარ ხიზანეიშვილი და დავით თარგამაზეც გამოდიოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მომავალ სეზონში "ფრაიბურგი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

altკობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

altკობიაშვილის აღიარება - 21-ე საუკუნის სიმბოლურში

მკითხველის კომენტარები / 2 /
მწარედ მახსოვს, ამ სამი "დიდი" ფეხბურთელების ზეობის დროს, საქართველოს ნაკრებმა თბილისში მორიგი თამაში წააგო "ჭ" კლასის გუნდთან. დასამახსოვრებელი იმ თამაშიდან სირცხვილის გარდა, რა თქმა უნდა არაფერი დარჩა, მაგრამ მოგონებაში მწარედ დაილექა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მათ მიერ თამაშის მოგება. მწვრთნელმა პატიოსნად აღიარა, რომ მან თავის ფეხბურთელებს მკაცრად მოსთხოვა ხელი არ შეეშალათ ამ დიდი სამეულის თამაშისთვის და განსაკუთრებით ერთერთ მათგანს, რაც შეიძლება დიდხანს ჰქონოდა ბურთი ! ! ! ? ? ?
დ.დ.
01:32 01-06-2022
6
ცქიტიშვილი რა ლოგიკით არის იაშკაზე წინ? საერთოდ რომ არის ამ სიაში, ეგეც მიღწევა მგონია მისთვის
Fani
17:31 31-05-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული