"სტუმრობა ქართულ ლას-ვეგასში და კვარაცხელია 1-ელ ივლისს ნეაპოლში" - "სლოვანი" ბათუმელებთან მატჩებზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" "სლოვანს" დაუპირისპირდება. ბრატისლავურმა კლუბმა თავისი საიტით გულშემატკივრებს მეტოქე გააცნო და სპორტული დირექტორის, რიჩარდ ტრუტცისა და გუნდის მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის კომენტარები გამოაქვეყნა.

"ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს 2020 წლის ივლისში გახსნილ 20-ათასიან სტადიონზე ატარებს. ქალაქი შავი ზღვის პირას მდებარეობს. ეს სრაფად განვითარებადი ქალაქია, რომელიც თანამედროვე არიტექტურასა და ისტორიულ ცენტრს აერთიანებს. ბათუმი პოპულარულია ტურისტებსა და აზარტული თამაშების მოყვარულებს შორის და ცნობილია, როგორც შავიზღვისპირა ლას-ვეგასი.

ტრუტცი: "ჩვენ არაფერ ადვილს არ ველით. ხუთი შესაძლო მეტოქიდან ბათუმი ყველაზე შორს
მდებარეობს, აქედან ოთხი საათი ფრენა მოგვიწევს. იქ რთული კლიმატური პირობები გველოდება, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა. თუმცა ამის გამო თავის მართლებას არ დავიწყებთ. მეტოქედ საქართველოს ჩემპიონი მივიღეთ და რაც შეიძლება კარგად მომზადება გვმართებს.

"სლოვანსა" და "დინამოს" ის აერთიანებს, რომ ორივეს ახალი ლამაზი სტადიონი აქვს. გვჯერა, 5 ან 6 ივლისს ჩვენს არენაზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. რთულ ორრაუნდიან ბრძოლაში მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება".

ვაისი: "შეიძლება ითქვას, მომავალი მოწინააღმდეგე გამოვიცანი. ვფიქრობ, შანსები თანაბარია. პირველ შეხვედრას სახლში ვატარებთ და კარგი უპირატესობა უნდა შევიქმნათ, რამეთუ შემდეგ მძიმე გასვლა გველის. ისევე, როგორც ჩვენთან, იქაც შესანიშნავ 20-ათასიან სტადიონზე ანშლაგი იქნება.

მათ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ბევრი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ორი თუ სამი ლეგიონერი ჰყავთ. ასევე, იქ ჯერ კიდევ თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამბობენ, რომ პირველ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, 1-ელ ივლისს ნეაპოლში უნდა გამოცხადდეს.

"დინამოს" გამოცდილი მწვრთნელი უდგას სათავეში. ჩემი საქართველოში ყოფნისას ის 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ასე რომ, მოდით, ვნახოთ, არის თუ არა პლუსი ის, რომ მათ ვიცნობ, ვინაიდან ისინიც იცნობენ ჩემი მუშაობის სტილს. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა და ვნახავთ, რას ვაჩვენებთ მოედანზე. ეს რთული შეხვედრები იქნება. ახლა საქართველოს ნაკრები კარგად ასპარეზობს და ერთა ლიგაზე თავისი ჯგუფის მოგებასთან ახლოსაა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტრანსფერმარკტზე წერია რომ კვარაცხელიაში 8 მლნ გადაუხადა ბათუმმა რუბინს. ჟურნალისტებს არ გინდათ დაინტერესდეთ მაგ საკითხით, როგორ მოხდა ეგ? სანქციები არ ეხებოდა ევროპული ფული რომ ყაზანში აღმოჩნდა?
ხვიჩას ტრანსფერი
22:50 14-06-2022
17
შესარჩევი კი არა და, გაუშვით დროზე ნეაპოლში, ტრამვის გარეშე ...
ქუთაისი
22:18 14-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული