ოქრიაშვილი, ყაზაიშვილის მსგავსად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
სამხრეთკორეულმა გუნდმა "ჯეონბუკ ჰიუნდაი მოტორსმა" გვაუწყა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაიმატა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, ჩვენებური კი "აპოელიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

როგორც იცით, სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ირჯება, რომელიც "ულსან ჰიუნდაის" მაისურს ირგებს.

რაც შეეხება "ჯეონბუკს", ის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და სწორედ ყაზაიშვილის კლუბს ჩამორჩება.
ასევე დაგაინტერესებთ