კობიაშვილი კვარაცხელიაზე: "მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" წარდგენის შემდეგ, მისი პრესკონფერენციის ირგვლივ რამდენიმე, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გავრცელდა. ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გამოეხმაურა:

"ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.

Sportall.Ge

არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას.
ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს.

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას."

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

altსამშობლო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" - sportall.ge ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ლუკას ვეთანხმები, იგნორი, მშვენიერი ხერხია ასეთებისათვის. საერთოდ ვინ არის ეს ვიგინდარა, ხალხო დაფიქრებულხართ, ვის ნათქვამს აკომენტარებთ. ხმას რომ არავინ გასცემს, თვითონ ჩაიგდებს ენას, მიხვდება რომ სიცარიელეა და მეტი არაფერი.
ლევანი
21:44 17-07-2022
1
კიდევ და კიდევ შეირცხვინეს თავი ამ ნაცბანდელებმა. ესენი რა მოდგმის გარეწრები არიან, ყველას და ყველაფერს ქართულს რომ ერჩიან? რით ვერ დააყენებენ ერთ ადგილს? მაქარაშვილის ქუჩაში გდება არ მოწყინდება და ახალი დაიწო. ვაი ჩვენს პატრონს ასეთებს რომ უნდაძტ ქართული პოლიტიკა აკეთონ.
ნისა
13:07 17-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული