მატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

Sportall.Ge

"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, გორის "დილას" ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონთა რიგებში იასპარეზებს. ბათუმელი გულშემატკივრების განცხადება სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" პოლონურ "ლეხთან" დიდი ანგარიშით
(0:5) წააგო და განმეორებით შეხვედრას აზრი დაუკარგა.

alt"პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?