"ლეხთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. მე ამ ბიჭების მეიმედება, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემი ფეხბურთელების მჯერა".