ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე "მალიშევასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ანტალიაში შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა "მალიშევასთან", რომელიც კოსოვოს 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და 0:1 დამარცხდა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, რეხვიაშვილი, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფალავანდიშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ჯოვინო, ვაწაძე

პირველი სპარინგი "დინამომ" პოლონურ "ვიძევთან" 2:4 წააგო, 26 იანვარს კი ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" დაუპირისპირდება.